მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ეკლესიაში ფაშინიანზე თავდასხმას ეცადნენ - სომხური მედია - Netgazeti
ეკლესიაში ფაშინიანზე თავდასხმას ეცადნენ - სომხური მედია - Netgazeti

ეკლესიაში ფაშინიანზე თავდასხმას ეცადნენ - სომხური მედია - Netgazeti

ნეტგაზეთი30 მარტი, 2026, 08:11|netgazeti.ge

სომხური მედიის ცნობით, ერევანში, წმინდა ანას ეკლესიის ეზოდან პოლიციის განყოფილებაში სამი მოქალაქე გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელმაც მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე თავდასხმა სცადა.

როგორც „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახური აცხადებს ოფიციალურ სტრუქტურებზე დაყრდნობით, ორი ადამიანი „ხულიგნობისა და თანამდებობის პირის კანონიერი სამსახურებრივი და პოლიტიკური საქმიანობაში ჩარევაზე არიან ეჭვმიტანილი“.

ნიკოლ ფაშინიანის ფეისბუკ გვერდზე გავცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ინციდენტი ეკლესიაში მაშინ მოხდა, როდესაც ის უსაფრთხოების თანამშრომლებისა და სხვა თანამდებობის პირების თანხლებით მსახურების დასრულების შემდეგ გასასვლელისკენ მიემართებოდა. იქვე მყოფმა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ კი მიმართა ფაშინიანს – „ასე ნუ მიყურებ,“რის შემდეგაც მისკენ ხელით მკვეთრი მოძრაობა გააკეთა. ფაშინიანმა მის თანმხლებ პირებს მოუწოდა, არ გამოეხმაურონ და ჟესტით სიმშვიდის შენარჩუნება სთხოვა.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ოცნებამ“ დაამტკიცა კოდექსი, რომლითაც ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობას უზღუდავს

„ოცნებამ“ დაამტკიცა კოდექსი, რომლითაც ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობას უზღუდავს

ნეტგაზეთი

ქვეყანა თავზე ეშლებათ, თავიანთ პრეზიდენტს მიხედონ – მახაშვილი ფრანგ დეპუტატებზე

ქვეყანა თავზე ეშლებათ, თავიანთ პრეზიდენტს მიხედონ – მახაშვილი ფრანგ დეპუტატებზე

ნეტგაზეთი

ელისაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინეს – სასამართლოს არქივში ხანძრის გაჩენა

ელისაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინეს – სასამართლოს არქივში ხანძრის გაჩენა

ნეტგაზეთი

რუბიოს და კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუბიოს და კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ნეტგაზეთი