მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
დამეწყრილი სოფელი კურსები | 29 მარტი - Netgazeti

დამეწყრილი სოფელი კურსები | 29 მარტი - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

დამეწყრილი სოფელი კურსები 29 მარტის ფოტოებში:

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში 12 მარტის ღამეს მეწყრული პროცესები დაიწყო, რის შედეგადაც ამ დროისთვის დანგრეულია 5 სახლი. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ დაბზარული და დაზიანებული ბევრად მეტია. ამ დროისთვის, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, 45 ოჯახი გადანაწილებულია სასტუმროებში გელათსა და ქუთაისში.

ფოტო: ლევან ზაზაძე

ადგილობრივების თქმით, 12 მარტის შემთხვევამდე მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობდნენ, შესაბამისად, ყველა ოჯახისთვის მოულოდნელი იყო ის, რაც მოხდა.

ფოტო: ლევან ზაზაძე

მეწყერმა დააზიანა ქუთაისი-ტყიბულის მთავარი დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი, რის გამოც ამ დრომდე საავტომობილო გზით სარგებლობა შეუძლებელია.

ფოტო: ლევან ზაზაძე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ კურსებში გეოლოგები მონიტორინგს აგრძელებენ, მეწყრული პროცესები კი სტაბილიზაციის ფაზაშია გადასული.

ფოტო: ლევან ზაზაძე

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია