მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. იერუსალიმში სააღდგომო ღონისძიებები შეზღუდულ ფორმატში ჩატარდება - Netgazeti
იერუსალიმში სააღდგომო ღონისძიებები შეზღუდულ ფორმატში ჩატარდება - Netgazeti

იერუსალიმში სააღდგომო ღონისძიებები შეზღუდულ ფორმატში ჩატარდება - Netgazeti

ნეტგაზეთი30 მარტი, 2026, 13:53|netgazeti.ge

ისრაელის პოლიციის განცხადებით, სააღდგომო დღესასწაულების განმავლობაში იერუსალიმის ძველი ქალაქის წმინდა ადგილები მლოცველთა ფართო საზოგადოებისთვის დაკეტილი დარჩება.

„აღდგომის ღონისძიებების, რომელიც ამ შაბათს უნდა დაიწყოს, მათ შორის „წმინდა ცეცხლის“ გარდამოსვლის რიტუალის გათვალისწინებით და იმ მიზნით, რომ მოიძებნოს ფორმატი, რომელიც დღესასწაულის განმავლობაში ყველა ქრისტიანული კონფესიისთვის აღმსარებლობის თავისუფლებას უზრუნველყოფს, იერუსალიმის ოლქის დავითის რაიონის ქვედანაყოფი მუდმივ დიალოგს აწარმოებს ყველა ქრისტიანულ თემთან. ამ ძალისხმევის ფარგლებში, დღეს დილით შეხვედრა გაიმართა ლათინური კათოლიკური ეკლესიის კარდინალ პიერბატისტა პიცაბალასთან, რომლის დროსაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტრადიციული ცერემონიები სიმბოლურ და შეზღუდულ ფორმატში ჩატარდება“, — ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

ისრაელის პოლიციის თანახმად, შეხვედრისას მიღწეულ იქნა ფართო თანხმობა წელს არსებულ უსაფრთხოების განსაკუთრებულ ვითარებასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ არსებული პირობები მასშტაბური შეკრებების საშუალებას არ იძლევა.

ასევე აღინიშნა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ზოგიერთი წმინდა ადგილის სიახლოვესა და მათ ტერიტორიაზე რამდენიმე რაკეტა და ჩამოგდებული ჭურვის ნამსხვრევი ჩამოვარდა.

„საფრთხე რეალური, არსებული და დაუყოვნებლივია. ყველა მხარის — როგორც პოლიციის, ისე რელიგიური ლიდერების — მთავარი მიზანი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის სიცოცხლის დაცვაა“, — აცხადებს იერუსალიმის პოლიცია.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ოცნებამ“ დაამტკიცა კოდექსი, რომლითაც ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობას უზღუდავს

„ოცნებამ“ დაამტკიცა კოდექსი, რომლითაც ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობას უზღუდავს

ნეტგაზეთი

ქვეყანა თავზე ეშლებათ, თავიანთ პრეზიდენტს მიხედონ – მახაშვილი ფრანგ დეპუტატებზე

ქვეყანა თავზე ეშლებათ, თავიანთ პრეზიდენტს მიხედონ – მახაშვილი ფრანგ დეპუტატებზე

ნეტგაზეთი

“მიშამ გონება დაკარგა, დაცემისას მიიღო თავის დაზიანება, დასჭირდა რეანიმაციული დახმარება” – ჟორჟოლიანი

“მიშამ გონება დაკარგა, დაცემისას მიიღო თავის დაზიანება, დასჭირდა რეანიმაციული დახმარება” – ჟორჟოლიანი

ნეტგაზეთი

„ვერავინ გამოიყენებს ღმერთს ომის გასამართლებლად“ — რომის პაპი ლეო XIV

„ვერავინ გამოიყენებს ღმერთს ომის გასამართლებლად“ — რომის პაპი ლეო XIV

ნეტგაზეთი