მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
„ვერავინ გამოიყენებს ღმერთს ომის გასამართლებლად“ — რომის პაპი ლეო XIV - Netgazeti

„ვერავინ გამოიყენებს ღმერთს ომის გასამართლებლად“ — რომის პაპი ლეო XIV - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

რომის პაპი ლეო XIV ემიჯნება მცდელობებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი ღმერთის სახელით იქნას გამართლებული. მისი რეპლიკები, სავარაუდოდ, ტრამპის ადმინისტრაციას მიემართება.

„ღმერთი არ შეისმენს მათ ლოცვებს, ვინც ომს აწარმოებს, არამედ უარყოფს მათ“, — პაპმა ეს წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს უთხრა ბზობის კვირის მესაზე, რაც პაპად არჩევის შემდეგ, მისთვის პირველი წმინდა კვირეულის დასაწყისია.

ლეო XIV-მ, რომელიც პირველია პაპებს შორის, რომელიც აშშ-ში დაიბადა, აღნიშნა, რომ ღმერთი „უარს ამბობს ომზე“, და „ვერავინ გამოიყენებს [ღმერთს] ომის გასამართლებლად“. მოგვიანებით მან ასევე მოიხმო გარდაცვლილი იტალიელი ეპისკოპოსის ანტონიო (ტონინო) ბელოს სიტყვები, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა სპარსეთის ყურეში 1990-91 წლებში მიმდინარე ომს.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა წინააღმდეგობრივი განცხადებები გააკეთა გასულ ოთხშაბათს პენტაგონში. რომ, თითქოს, სამხედრო მოქმედებები ირანში დალოცვილია და წმინდა მიზანს ემსახურება. ლოცვისას მან მიმართა ღმერთს, რომ მოუვლინოს დაუძლეველი რისხვა ამერიკის მტრებს.

წმინდა კვირეული აღდგომამდე ბზობით იწყება. ტრადიციული მსვლელობა იერუსალიმში, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობს ხოლმე და სიმბოლურად იმეორებს ქრისტეს გზას, როდესაც ის იერუსალიმში შევიდა, ომის გამო გაუქმდა.

განახლებული ამბები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომიდან:

„მრავალფრონტიანი ომისთვის მზად ვართ“ — ისრაელი ჰუსიტების კონფლიქტში ჩართვის შემდეგ
გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია