მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
მილიარდერი დერიპასკა რუსებს მოუწოდებს, დღეში 12 საათი იმუშაონ, შაბათის ჩათვლით - Netgazeti

მილიარდერი დერიპასკა რუსებს მოუწოდებს, დღეში 12 საათი იმუშაონ, შაბათის ჩათვლით - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ განაცხადა, რომ რუსეთი ღრმა კრიზისშია და საჭიროა 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა.

ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ პოსტში დერიპასკა წერს, რომ კრიზისი გამოწვეულია რუსეთის გლობალური შესაძლებლობების დაკარგვით.

„ამ წლიდან მსოფლიო სხვანაირი გახდა. ყველასთვის და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის. ეს აღარ არის მხოლოდ ეკონომიკური კრიზისი მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის, საბანკო განაკვეთებისა და ცენტრალური ბანკის მაკროეკონომისტების მიერ რუბლის ამაო გამყარების გამო. და არც მხოლოდ ძალოვნების მიერ იმ სამართლებრივი ინსტიტუტების განადგურების შედეგი, რომლებზეც, როგორც საძირკველზე, იდგა როგორც ეროვნული, ისე უცხოური ინვესტიციები რუსეთის ეკონომიკაში. ეს კრიზისი უფრო ღრმაა. იგი გამოწვეულია მძიმე ტრანსფორმაციით: იმ გლობალური შესაძლებლობებიდან, რომლებიც გვქონდა — რეგიონულ შესაძლებლობებზე გადასვლით, ყოველგვარი შეზღუდვებით“, — წერს დერიპასკა.

მიუხედავად ამისა, მისი თქმით, „ეს გზა მაინც გასავლელია და სასურველია რაც შეიძლება სწრაფად“.

„ვეთანხმები, რესურსები ბევრი არ გვაქვს. უფრო ზუსტად, მხოლოდ ერთი გვაქვს და იგი ჩვენს ეროვნულ თავისებურებას უკავშირდება: მძიმე წუთებში ჩვენ შეგვიძლია მობილიზება და მეტი მუშაობა. და რაც უფრო მალე გადავალთ თავად ამ ახალ გრაფიკზე — რვიდან რვამდე, შაბათის ჩათვლით — მით უფრო მალე გავივლით ამ ტრანსფორმაციას. ვიცნობ რამდენიმე ათეულ ადამიანს, ვინც ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიანებში დაიწყო ასეთი გრაფიკით ცხოვრება და ასე აგრძელებენ… რა გაეწყობა, მათ უფრო გაუადვილდებათ, ვიდრე დანარჩენებს“, — დასძენს მილიარდერი.

„მედუზას“ ცნობით, ოლეგ დერიპასკა თავის ტელეგრამ-არხზე (რომელსაც არ აქვს ვერიფიკაციის ოფიციალური ნიშანი) ადრეც აქვეყნებდა პოსტებს რუსეთის ხელისუფლებისა და უკრაინაში რუსეთის ომის კრიტიკით. 2025 წლის ოქტომბერში ის, მაგალითად, სთავაზობდა ხელისუფლებას ძალოვანი უწყებების შტატების 25%-ით შემცირებას, ხოლო დარჩენილი თანამშრომლების ექვსდღიან სამუშაო გრაფიკზე გადაყვანას. 2026 წლის დასაწყისისთვის ყველა კრიტიკული პოსტი წაშლილი იყო.

ამავდროულად, დერიპასკა ხელისუფლებისადმი ერთ-ერთ ყველაზე ლოიალურ მსხვილ ბიზნესმენად ითვლება. Financial Times-ის მონაცემებით, როდესაც 27 მარტს მეწარმეებთან დახურულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მათ ომის დასაფინანსებლად ბიუჯეტში “ნებაყოფლობითი” შენატანების გაღება შესთავაზა, დერიპასკა მაშინვე დასთანხმდა.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია