მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
რუსეთის დაზვერვა საქართველოს პატრიარქის არჩევნებზე განცხადებას ავრცელებს - Netgazeti

რუსეთის დაზვერვა საქართველოს პატრიარქის არჩევნებზე განცხადებას ავრცელებს - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახური (СВР) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

СВР ირწმუნება, რომ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს სურს, საკუთარ გავლენას დაუმორჩილოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და პატრიარქობის კანდიდატებად მიტროპოლიტებს — აბრაამ გარმელიასა და გრიგოლ ბერბიჭაშვილს ლობირებს.

„საგარეო დაზვერვის სამსახურში შემოსული ინფორმაციით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი აგრძელებს დაჟინებით აგრძელებს მსოფლიო მართლმადიდებლობის გახლეჩის მზაკვრულ ხაზს პრინციპით „გათიშე და იბატონე“. ამჯერად მას სურს, ისარგებლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებით და თავის გავლენას დაუმორჩილოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ფანარიოტს ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისეთი წარმომადგენლის ისეთი დაწინაურება სურს, რომელსაც თავად დაეყრდნობა. ამ როლისთვის ბართლომე კანდიდატებად განიხილავს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი). თავის უახლოეს გარემოცვაში იგი მათ წარმოაჩენს, როგორც მისი ნების ყველაზე შესაფერის შემსრულებლებს“, — ნათქვამია რუსული დაზვერვის განცხადებაში.

რუსეთის საგარეო დაზვერვა მსოფლიო პატრიარქს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ იმნაირადვე მოიქცა ბართლეომეოსი უკრაინის, სერბეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევებში.

ცნობისთვის, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი 77 წლისაა და საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. აღნიშნული დებულებით, კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია