მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
ოპოზიციის ალიანსი მობილიზაციის კამპანიას და 26 მაისს საპროტესტო აქციას აანონსებს - Netgazeti

ოპოზიციის ალიანსი მობილიზაციის კამპანიას და 26 მაისს საპროტესტო აქციას აანონსებს - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

ოპოზიციის ალიანსი აცხადებს, რომ იწყებს ეროვნული მობილიზაციის კამპანიას, რომლის ფარგლებში შეკრებებს მოაწყობს ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში. კამპანიის ფინალი ალიანსის განცხადებით, 26 მაისს გაიმართება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

“31 მარტს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ოპოზიციის ალიანსი, ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას.

35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ქართველი ხალხის ერთსულოვანი ნებით საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებლობა გადაწყდა.

35 წლის შემდეგ ისევ იმავე გამოწვევის წინაშე ვდგავართ – საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას და თავისუფალ ერთა ოჯახში დაბრუნებას კვლავ ქართველი ხალხის ერთსულოვანი ბრძოლა სჭირდება.

გამარჯვების გზის ბოლომდე გასავლელად აუცილებელია საქართველოს მოქალაქეების უდიდესმა უმრავლესობამ ირწმუნოს, რომ არსებობს ძლიერი დემოკრატიული, ეროვნული ალტერნატივა, რომელიც ქვეყანას ამოიყვანს ოლიგარქი ივანიშვილის მიერ შექმნილი რუსული განუკითხაობიდან, კორუფციიდან, სიღარიბიდან და დაუცველობიდან და დააფუძნებს თავისუფალ, სამართლიან და უსაფრთხო რესპუბლიკას. ოპოზიციის ალიანსი სწორედ ასეთი ერთობაა – სტრატეგიული თანამშრომლობა ერთფეროვნების გარეშე, რომელიც ქართულ საზოგადოებას რეჟიმის დამარცხების შემდეგ თავისუფალ, სამართლიან და უსაფრთხო მომავალს სთავაზობს.

ორთვიანი კამპანიის ფარგლებში მიზნად ვისახავთ: მშვიდობიანი წინააღმდეგობის გაფართოებას, საერთაშორისო წნეხის გაძლიერებას და მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული, დემოკრატიული ალტერნატივის კონსოლიდაციას.

26 მაისამდე, ეროვნული მობილიზაციის კამპანიის ფარგლებში შევიკრიბებით ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში და სხვა ქალაქებში.

და 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, შევიკრიბებით თბილისში, თსუ-ს I კორპუსთან და მსვლელობით გავემართებით პარლამენტისკენ.

გამარჯვებისთვის, ერთად, ბოლომდე!”, – ნათქვამია ოპოზიციის ალიანსის განცხადებაში.

ოპოზიციის ალიანსში ერთიანდება 9 პოლიტიკური პარტია: „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ და „ევროპული საქართველო“.

მათი შეთანხმების ძირითადი პრინციპებია:

ერთობა ერთფეროვნების გარეშე: პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საკომუნიკაციო და საპროტესტო სტრატეგიაზე;დემოკრატიული ალტერნატივა: ალიანსი თანხმდება, რომ ავტოკრატიულ რეჟიმს მხოლოდ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული დემოკრატიული ალტერნატივა დაამარცხებს;მიზნის მიღწევის გზა: პროტესტის გაფართოება, საერთაშორისო წნეხის გაძლიერება და დემოკრატიული, სანდო ალტერნატივის შეთავაზება ქართველი ხალხისთვის.

ქცევის კოდექსი და პასუხისმგებლობა:

დოკუმენტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ქცევის კოდექსი, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ პარტიებს შორის თანამშრომლობის წესებს მყარი ერთობის უზრუნველსაყოფად;პარტიები აღიარებენ ერთმანეთს თანასწორ პარტნიორებად და თანხმდებიან, რომ საერთო მიზნის მისაღწევად კოორდინირებული მოქმედება სტრატეგიული აუცილებლობაა.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია