მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. მსგავსი ჩარევა მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად - დეკანოზი ანდრია რუსეთის დაზვერვის განცხადებაზე - Netgazeti
მსგავსი ჩარევა მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად - დეკანოზი ანდრია რუსეთის დაზვერვის განცხადებაზე - Netgazeti

მსგავსი ჩარევა მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად - დეკანოზი ანდრია რუსეთის დაზვერვის განცხადებაზე - Netgazeti

ნეტგაზეთი31 მარტი, 2026, 13:48|netgazeti.ge

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველი საპატრიარქოსთვის უცნობია.

ამის შესახენ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ნეტგაზეთს განუცხადა.

რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახური (СВР) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

СВР ირწმუნება, რომ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს სურს, საკუთარ გავლენას დაუმორჩილოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და პატრიარქობის კანდიდატებად მიტროპოლიტებს — აბრაამ გარმელიასა და გრიგოლ ბერბიჭაშვილს ლობირებს.

„მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს, ჩვენთვის წარმოუდგენელია და მიგვაჩნია ეს სრულიად შეუძლებლად.

უცნობია ამ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველი“, – აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

რუსეთის საგარეო დაზვერვა მსოფლიო პატრიარქს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ იმნაირადვე მოიქცა ბართლეომეოსი უკრაინის, სერბეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევებში.

ცნობისთვის, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი 77 წლისაა და საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. აღნიშნული დებულებით, კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა.

რუსეთის დაზვერვა საქართველოს პატრიარქის არჩევნებზე განცხადებას ავრცელებს

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უნგრეთის მინისტრი არ უარყოფს ლავროვთან საუბრის ჩანაწერის ნამდვილობას

უნგრეთის მინისტრი არ უარყოფს ლავროვთან საუბრის ჩანაწერის ნამდვილობას

ნეტგაზეთი

სუს-ის ცნობით, ოსურ მხარესთან ერგნეთში თამარ მეარაყიშვილის საქმეზეც ისაუბრებენ

სუს-ის ცნობით, ოსურ მხარესთან ერგნეთში თამარ მეარაყიშვილის საქმეზეც ისაუბრებენ

ნეტგაზეთი

4 წელი ჩვენი აბონენტების გვერდით ყველა მოგზაურობაში – mobineX

4 წელი ჩვენი აბონენტების გვერდით ყველა მოგზაურობაში – mobineX

ნეტგაზეთი

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

ნეტგაზეთი