მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. უნგრეთის მინისტრი არ უარყოფს ლავროვთან საუბრის ჩანაწერის ნამდვილობას - Netgazeti
უნგრეთის მინისტრი არ უარყოფს ლავროვთან საუბრის ჩანაწერის ნამდვილობას - Netgazeti

უნგრეთის მინისტრი არ უარყოფს ლავროვთან საუბრის ჩანაწერის ნამდვილობას - Netgazeti

ნეტგაზეთი31 მარტი, 2026, 12:10|netgazeti.ge

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს განცხადებით, გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ გავრცელებულმა ჩანაწერებმა დაადასტურა, რომ ის ტელეფონითაც იმავეს ამბობს, რასაც საჯაროდ აცხადებს ხოლმე.

გამომძიებელი ჟურნალისტების თანახმად, პეტერ სიიარტოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის არსებული „ცხელი ხაზი“ მოსკოვს აწვდიდა სტრატეგიულ ინფორმაციას ევროკავშირის მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ ასევე გამოაქვეყნეს სიიარტოსა და ლავროვის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, რომლებიც გამოცემა The Insider-მა და მისმა საგამოძიებო პარტნიორებმა შეისწავლეს.

პეტერ სიიარტოს გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა არ უარუყვია.

„ცნობილია, რომ უცხოური სპეცსამსახურები უნგრელი ჟურნალისტების აქტიური მონაწილეობით ჩემს სატელეფონო საუბრებს უსმენენ. დღეს მათ, ვინც მისმენს, მორიგი უზარმაზარი „აღმოჩენა“ გააკეთეს: დაამტკიცეს, რომ საჯაროდაც ზუსტად იმავეს ვამბობ, რასაც ტელეფონით… კარგი ნამუშევარია!

უკვე ოთხი წელია ვამბობ და ვამბობთ: სანქციების პოლიტიკა წარუმატებელია; ის ევროკავშირს უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე რუსეთს! ასევე უამრავჯერ განვაცხადეთ, რომ არასოდეს დავუშვებთ იმ პირებისა თუ კომპანიების დასანქცირებას, რომლებიც მნიშვნელოვანია უნგრეთის ენერგოუსაფრთხოებისთვის ან მშვიდობის მიღწევისთვის, ისევე როგორც იმ პირებისას, ვისი სანქციების სიაში ყოფნაც ყოველგვარ აზრსა და საფუძველს მოკლებულია. ამ პოზიციას მომავალშიც ერთგულად დავიცავთ.

გარდა ამისა, მოსმენების შედეგად შედგენილი სია არასრულია: სანქციებთან დაკავშირებულ ზომებზე მე რეგულარულად გავდივარ და მომავალშიც გავივლი კონსულტაციებს არაერთი სხვა, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც“, – წერს Facebook-ზე პეტერ სიიარტო.

გამომძიებელი ჟურნალისტების თანახმად, მასალები მიუთითებს, რომ სიიარტო კრემლის ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა, მათ შორის, ლობირებდა სანქცირებული ოლიგარქების (ალიშერ უსმანოვის დის) ევროკავშირის „შავ სიიდან“ ამოღებას. სხვა საუბარში, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან, სიიარტო აცხადებდა, რომ ყველაფერს აკეთებდა ევროკავშირის სანქციების პაკეტის დასაბლოკად და სთავაზობდა დახმარებას რუსული სუბიექტების გადასარჩენად. ის ასევე აღნიშნავდა, რომ ამ კოორდინირებულ რუსულ-უნგრულ ძალისხმევაში სლოვაკეთის მთავრობაც მონაწილეობდა.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მსგავსი ჩარევა მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად – დეკანოზი ანდრია რუსეთის დაზვერვის განცხადებაზე

მსგავსი ჩარევა მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად – დეკანოზი ანდრია რუსეთის დაზვერვის განცხადებაზე

ნეტგაზეთი

“ჟურნალისტი ვარ და ჩემთვის საჯაროობა მნიშვნელოვანია” – ელისო კილაძის სხდომა დახურეს

“ჟურნალისტი ვარ და ჩემთვის საჯაროობა მნიშვნელოვანია” – ელისო კილაძის სხდომა დახურეს

ნეტგაზეთი

ფაშინიანი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩადის

ფაშინიანი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩადის

ნეტგაზეთი

რომელია ანონიმური კრიპტო აქტივები

რომელია ანონიმური კრიპტო აქტივები

ნეტგაზეთი