მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. უკრაინამ რუსეთის ბალტიის ზღვის მთავარ ნავთობტერმინალს დაარტყა - Netgazeti
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ზღვის მთავარ ნავთობტერმინალს დაარტყა - Netgazeti

უკრაინამ რუსეთის ბალტიის ზღვის მთავარ ნავთობტერმინალს დაარტყა - Netgazeti

ნეტგაზეთი23 მარტი, 2026, 18:24|netgazeti.ge

უკრაინამ რუსეთის ბალტიის ზღვის მთავარ ნავთობტერმინალსა და ბაშკირეთის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ 23 მარტის ღამეს უკრაინულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ლენინგრადის ოლქში მდებარე *„ტრანსნეფტის“ ნავთობტერმინალზე პრიმორსკის პორტში და ბაშკირეთში „ბაშნეფტ-უფანეფტეხიმის“ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე.

პრიმორსკის პორტი ყოველწლიურად დაახლოებით 60 მილიონ ტონა ნავთობს ატარებს და რუსეთის ნავთობის ექსპორტის მთავარ კერას წარმოადგენს ბალტიის ზღვაზე. პორტი უკრაინის უახლოესი სასაზღვრო წერტილიდან დაახლოებით 1,087 კილომეტრითაა დაშორებული.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად დაზიანდა საწვავის ავზი და ნავთობის ჩატვირთვის ინფრასტრუქტურა.

როგორც გენერალური შტაბი აცხადებს, დარტყმამ ხანძარი გამოიწვია „ბაშნეფტ-უფანეფტეხიმის“ ქარხანაშიც, რომელიც საზღვრიდან დაახლოებით 1,400 კილომეტრითაა დაშორებული. ქარხნის წლიური გამტარუნარიანობა 6–8 მილიონ ტონას შეადგენს. აღნიშნული ობიექტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ საწვავის გადამუშავებაში, შენახვასა და ტრანსპორტირებაში, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს ხმარდება.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თუ იზოლატორში ძალადობრივი გაშიშვლების მსხვერპლი გახდით, გამოგვეხმაურეთ — ელენე ხოშტარია

თუ იზოლატორში ძალადობრივი გაშიშვლების მსხვერპლი გახდით, გამოგვეხმაურეთ — ელენე ხოშტარია

ნეტგაზეთი

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

ნეტგაზეთი

მომავლის აკადემიის ცნობით, სტრასბურგმა დაარეგისტრირა მათი სარჩელი “ოცნების” რეპრესიული კანონების წინააღმდეგ

მომავლის აკადემიის ცნობით, სტრასბურგმა დაარეგისტრირა მათი სარჩელი “ოცნების” რეპრესიული კანონების წინააღმდეგ

ნეტგაზეთი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სტრასბურგში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სტრასბურგში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს

ნეტგაზეთი