მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ნეტგაზეთის რეპორტიორის სასამართლო პროცესი დაწყებისთანავე გადაიდო - Netgazeti
ნეტგაზეთის რეპორტიორის სასამართლო პროცესი დაწყებისთანავე გადაიდო - Netgazeti

ნეტგაზეთის რეპორტიორის სასამართლო პროცესი დაწყებისთანავე გადაიდო - Netgazeti

ნეტგაზეთი27 მარტი, 2026, 13:00|netgazeti.ge

ნეტგაზეთის რეპორტიორის, მარიამ ძიძარიას სასამართლო პროცესი დაწყებიდან რამდენიმე წუთში გადაიდო. მოსამართლე თორნიკე კაპანაძეს მომდევნო სხდომის თარიღი ჯერ არ განუსაზღვრავს.

სხდომის გადადების შუამდგომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თინათინ კაჭკაჭიშვილმა დააყენა. მისი თქმით, სჭირდებათ დრო დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

ძიძარიას ადვოკატმა, ნიკა სიმონიშვილმა განმარტა, რომ სამართალდარღვევის ოქმი დაახლოებით თვე-ნახევრის წინ არის შედგენილი. მისთვის გაუგებარია, რატომ არ აღმოჩნდა ეს დრო საკმარისი შსს-სთვის მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

“ჩვენი პოზიციაა, რომ ეს მასალები აქამდე უნდა წარმოედგინათ. ეს არის უპატივცემულო, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სასამართლოსა და პროცესის წინაშე”, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ადვოკატმა ითხოვა, რომ თუ უწყება მომავალში მაინც მოიპოვებს მარიამ ძიძარიას სავარაუდო სამართალდარღვევის მტკიცებულებებს, წინასწარ გადასცეს დაცვის მხარეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო რეპორტიორს ედავება “გზის გადაკეტვას” 31 იანვარს, შაბათის ტრადიციული მარშის დროს, როცა ძიძარია პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. რეპორტიორის წინააღმდეგ ოქმი შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 5000 ლარამდე, ან 15 დღემდე პატიმრობას.

მარიამ ძიძარიას საქმეზე ევროპის საბჭოს “ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ” განგაშის სიგნალი ჩართო და მოითხოვა მის წინააღმდეგ არსებული საქმის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

მარიამ ძიძარია 20 წლის სტუდენტია. ის კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლაში სწავლის. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და ძიძარიას პროფესორ-მასწავლებლებმა – ჯამში 50-მდე ადამიანმა – თხოვნით მიმართეს მოსამართლეს, შეწყვიტოს საქმის წარმოება.

მოსამართლე თორნიკე კაპანაძე განიხილავს გამოცემა ტაბულას ჟურნალისტის, მარიამ კუპრავას საქმესაც. შსს მასაც “გზის გადაკეტვას” ედავება, მასაც შაბათის ტრადიციული მარშის დროს 7 თებერვალს. მარიამ ძიძარიას მსგავსად, მარიამ კუპრავასაც სამართალდარღვევის ჩადენას ედავებიან მაშინ, როცა ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

მარიამ კუპრავას საქმე კაპანაძემ ორშაბათს, 23 მარტს განიხილა, თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადება ამ შემთხვევაშიც გადადო. კუპრავას სხდომა 31 მარტს, 11:00 საათზე განახლდება.

მარიამ კუპრავაც სტუდენტია. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს. თორნიკე კაპანაძეს თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებმაც მიმართეს მათი სტუდენტის წინააღმდეგ დაწყებული საქმის შეწყვეტის თხოვნით.

პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სამართალდარღვევის ჩადენას ედავებიან კიდევ ერთ ფოტო-რეპორტიორს, გიორგი თარხნიშვილს. ამ შემთხვევაში საუბარია არა გზის, არამედ “ტროტუარის გადაკეტვაზე”. უფრო ზუსტად, ტროტუარზე დგომით გამვლელი მოქალაქეებისთვის დაბრკოლების შექმნაზე 2025 წლის 18 დეკემბერს. მის საქმეს მოსამართლე დავით მაკარაძე განიხილავს.

ამავე თემაზე:

ქარტია მოუწოდებს შსს-ს შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნაკავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები მარიამ ძიძარიას საქმეზე მოსამართლეს მიმართავენ მარიამ ძიძარიას საქმეზე ევროსაბჭოს პლატფორმამ განგაშის სიგნალი ჩართო

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“დამხვდნენ როგორც რეციდივისტს, სამი მანქანით ალყაში მომაქციეს და ისე ამიყვანეს” – ნინია კაკაბაძის სიტყვა სასამართლოში

“დამხვდნენ როგორც რეციდივისტს, სამი მანქანით ალყაში მომაქციეს და ისე ამიყვანეს” – ნინია კაკაბაძის სიტყვა სასამართლოში

ნეტგაზეთი

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდმა ინოვაციური პროექტი მონაკოს საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე წარადგინა

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდმა ინოვაციური პროექტი მონაკოს საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე წარადგინა

ნეტგაზეთი

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

ნეტგაზეთი

მომავლის აკადემიის ცნობით, სტრასბურგმა დაარეგისტრირა მათი სარჩელი “ოცნების” რეპრესიული კანონების წინააღმდეგ

მომავლის აკადემიის ცნობით, სტრასბურგმა დაარეგისტრირა მათი სარჩელი “ოცნების” რეპრესიული კანონების წინააღმდეგ

ნეტგაზეთი