მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
თბილისის მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა სკოლის აღდგენის მოთხოვნით აქცია გამართეს - Netgazeti

თბილისის მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა სკოლის აღდგენის მოთხოვნით აქცია გამართეს - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

თბილისის მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა სკოლის აღდგენის მოთხოვნით აქცია გამართეს.

მე-14 საჯარო სკოლა ნაძალადევის რაიონში მდებარეობს. თუმცა მშობლები ამბობენ, რომ ახლა სკოლის ტერიტორია ნაგავსაყრელად არის ქცეული, მათ შვილებს კი თემქაზე მდებარე სკოლაში უწევთ სიარული, რადგან მე-14 საჯარო სკოლის მშენებლობა წლებია არ იწყება.

„კორპუსს თუ აპროექტებენ 2 წელიწადში, ფუნდამენტიდან იწყებენ და აშენებენ 25 სართულს, 3-სართულიანი სკოლა რა გახდა, რომ ვერ აშენდა 4 წელიწადში?! აშენებაზე არაა აქ უკვე ლაპარაკი, ხედავთ, რომ ნაგავსაყრელია [სკოლის ტერიტორიაზე]“, – განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა „ტვ პირველთან“.

მშობლების ითხოვენ, რომ დროულად მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, აპირებენ თუ არა სკოლის აშენებას.

„აქედან თემქაზე დადიან ბავშვები. ვითხოვთ სკოლის აშენებას. თუ არის პროექტში, რომ უნდა აშენდეს, მოგვცენ ეს დოკუმენტაცია, მოგვაწოდონ ინფორმაცია. თუ არ შენდება, მაშინ ისიც გაგვაგებინონ, რომ არ შენდება და ჩვენ ასე შორს აღარ ვატარებთ ბავშვებს და მივიღებთ ჩვენს ზომებს“, – აცხადებს ერთ-ერთი მშობელი „ტვ პირველთან“.

ფოტო: „ტვ პირველი“

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია