მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. რუსულმა დრონმა ლვივში იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დააზიანა - უკრაინის საგარეო - Netgazeti
რუსულმა დრონმა ლვივში იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დააზიანა - უკრაინის საგარეო - Netgazeti

რუსულმა დრონმა ლვივში იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დააზიანა - უკრაინის საგარეო - Netgazeti

ნეტგაზეთი24 მარტი, 2026, 20:43|netgazeti.ge

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსული დრონები თავს დაესხნენ ქალაქ ლვივის ცენტრს. უწყების ცნობით, გარდა იმისა, რომ დაშავდნენ მოქალაქეები, დაზიანდა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებსაც იუნესკო იცავს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს თავდასხმა შეაფასა როგორც “ბარბაროსობა” და “კულტურული დანაშაული”.

“ეს თავდასხმა არის არა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, არამედ კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც საერთაშორისო დაცვის ქვეშაა […] ლვოვის ცენტრზე თავდასხმით რუსეთმა აჩვენა თავისი ბარბაროსული უგულებელყოფა საერთაშორისო ძალისხმევისა და თავად იუნესკოს ძალისხმევის მიმართ […] აგრესორმა, რომელიც განზრახ ანადგურებს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას ქალაქში, სადაც იუნესკოს ცენტრია განთავსებული, უნდა დაკარგოს ყველა გავლენა საერთაშორისო ინსტიტუტებში და უნდა აღმოჩნდეს მძიმე შედეგების წინაშე”, – წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

EPA/MYKOLA TYS

უწყების ინფორმაციით, უკრაინაში პირველი იუნესკოს ცენტრი სწერეს ქალაქ ლვივში დაარსდა. მის დაფუძნებაში წვლილი შეიტანეს როგორც თავად გაერომ, ისე უკრაინის სხვა საერთაშორისო პარტნიორებმა. ცენტრის მიზანი იყო კულტურული უკრაინული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, აღდგენა და მხარდაჭერა ომის დროს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რუსეთმა ამ თავდასხმით კიდევ ერთხელ დაარღვია ჰააგის 1954 წლის კონვენცია, რომელიც გულისხმობს კულტურულ ფასეულობებს დაცვას შეიარაღებული კონფლიქტის დროსაც კი.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, არ შემოიფარგლონ მხოლოდ შეშფოთებით. უკრაინელი დიპლომატები ოფიციალურად მიმართავენ იუნესკოს, აღირიცხოს თავდასხმის შედეგად მიყენებული ზიანი და რუსეთს “კულტურული სანქციები” დააკისრონ.

The Ministry of Foreign Affairs of Ukraine strongly condemns another act of barbarism and a cultural crime committed by Russia against Ukraine – a deliberate drone attack on the central part of Lviv, which resulted in damage to UNESCO World Heritage sites within the Historic… pic.twitter.com/GhZGu4Dcuk — MFA of Ukraine 🇺🇦 (@MFA_Ukraine) March 24, 2026
გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხოშტარიას სასჯელი უკავშირდება სიმბოლურ ზიანს, რომელიც მან მმართველ პარტიას მიაყენა – Amnesty International

ხოშტარიას სასჯელი უკავშირდება სიმბოლურ ზიანს, რომელიც მან მმართველ პარტიას მიაყენა – Amnesty International

ნეტგაზეთი

ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში – ვოლსკი ხოშტარიაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში – ვოლსკი ხოშტარიაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

ნეტგაზეთი

საქართველოს მაჩვენებელი კიდევ ერთ რეიტინგში გაუარესდა

საქართველოს მაჩვენებელი კიდევ ერთ რეიტინგში გაუარესდა

ნეტგაზეთი

რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით სომხეთში 350 ტონა ხორბალი გაიგზავნა

რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით სომხეთში 350 ტონა ხორბალი გაიგზავნა

ნეტგაზეთი