მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
ალიევი კობახიძეს და "ოცნებას" ეკონომიკურ მიღწევებს ულოცავს - Netgazeti

ალიევი კობახიძეს და "ოცნებას" ეკონომიკურ მიღწევებს ულოცავს - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

“დიდი პატივია მოძმე საქართველოში ჩამოსვლა. დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთ იმპულსს მისცემს ჩემი ვიზიტი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებას. ვიყენებ შესაძლებლობას და გილოცავთ თქვენ და მთავრობას მიღწევებს, ძალიან თვალსაჩინოა ეკონომიკური ზრდა და კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო საქართველოში”, – განაცხადა თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძესთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

ალიევის განცხადებითვე, აზერბაიჯანს, რომელსაც უკვე აქვს საქართველოში 3.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია, ახალ საინვესტიციო პროექტებსაც გეგმავს, მათ შორის, საქართველოსთან ერთობლივ პროექტებს მესამე ქვეყნებში.

როგორც ალიევმა ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანს მსუყე დღის წესრიგი აქვთ, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესებისა და ენერგუსაფრთხოების საკითხებზე.

კობახიძესთან ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ გაირკვა, რომ ალიევი ბიძინა ივანიშვილს ბიზნესცენტრში შეხვდება.

ალიევის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე “ქართულმა ოცნებამ” თბილისში აზერბაიჯანელი პოლიტიკური პატიმარი, ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავა, გაასამართლა და აზერბაიჯანში გააძევა.

ბაქო, რომელიც რამდენიმე თვის წინ საკუთარი სამთავრობო მედიის საშუალებით თბილისის მიმართ ულტიმატუმებისა და კრიტიკული სტატიების ტონით გამოირჩეოდა, ახლა სამშვიდობო ტონით საუბრობს.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია