მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. "შენ ხარ მოღალატე" - დაპირისპირება სააკაშვილსა და ნოღაიდელს შორის სასამართლოში - Netgazeti
"შენ ხარ მოღალატე" - დაპირისპირება სააკაშვილსა და ნოღაიდელს შორის სასამართლოში - Netgazeti

"შენ ხარ მოღალატე" - დაპირისპირება სააკაშვილსა და ნოღაიდელს შორის სასამართლოში - Netgazeti

ნეტგაზეთი6 აპრილი, 2026, 12:00|netgazeti.ge

თბილისის საქალაქო სასამართლოში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ნოღაიდელს შორის.

ნოღაიდელი მოწმის სახით იკითხებოდა 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე, რომელზეც სააკაშვილი ბრალდებულია.

იმ დროს ნოღაიდელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, სააკაშვილი კი – პრეზიდენტი.

მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა სააკაშვილი ნოღაიდელს კითხვებს უსვამდა. სააკაშვილმა ნოღაიდელს მოღალატე უწოდა, რამაც ნოღაიდელის გაღიზიანება გამოიწვია. დარბაზში შეკრებილი ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები ნოღაიდელს “მონას” ეძახდნენ.

სააკაშვილისა და ნოღაიდელის დაშოშმინებას, მანდატურებთან ერთად, პროკურორები და ადვოკატებიც ცდილობდნენ. საბოლოოდ მიხეილ სააკაშვილმა დარბაზი დატოვა და ნოღაიდელის გამოკითხვა მის გარეშე გაგრძელდა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება სხდომის მიმდინარეობის ამსახველი აუდიოჩანაწერები:

მიხეილ სააკაშვილი: “იყავი თუ არა მოსკოვში?”ზურაბ ნოღაიდელი: “მე?”მიხეილ სააკაშვილი: “ჰო”ზურაბ ნოღაიდელი: “მერე?”მიხეილ სააკაშვილი: “მერე პუტინს რომ შეხვდი, რატომ?”ზურაბ ნოღაიდელი: “იმიტომ, რომ საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობები მომეგვარებინა”მიხეილ სააკაშვილი: “გასაგებია […] მას შემდეგ, რაც რუსეთი შემოვიდა გორთან, ანექსია მოახდინა შენი ტერიტორიების, დახოცა უამრავი ქართველი. პრაქტიკულად […] ამის შემდეგ გადაწყვიტე მტერთან ჩასვლა და თავის დახრა, ხომ ასეა?”ზურაბ ნოღაიდელი უარყოფს სააკაშვილის ნათქვამს და ეწინააღმდეგება.მიხეილ სააკაშვილი: “აბა? პუტინს “ეკაჩავე”, მოუწოდე, რომ საქართველო არ დაეპყრო?”ზურაბ ნოღაიდელი: “შენ რომ “ეკაჩავებოდი”, რა?”მიხეილ სააკაშვილი: “მე არ “ვეკაჩავებოდი”, მე ვიცავდი საქართველოს ინტერესებს. შენ ხარ მოღალატე”.

ამ დიალოგის შემდეგ მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა. დარბაზიდან გასვლამდე სააკაშვილმა თქვა: “აი, ასეთი ხალხია ახლა ხელისუფლებაში, აი, ასეთმა ხალხმა გაყიდა საქართველო, აი, ასეთმა ხალხმა მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე. ის, ვინც არ იცის, რა არის თავმოყვარეობა, ეროვნული ღირსება, პატიოსნება, წესიერება …”

საჯარო წყაროებში არსებული ინფორმაციით, 2008 წლის ომის შემდეგ ზურაბ ნოღაიდელი პუტინს ორჯერ შეხვდა – 2009 და 2010 წელს. იმ დროისთვის ის პოლიტიკური პარტიის “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი იყო.

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. ეს მუხლი 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურა სააკაშვილს ედავება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას და TV იმედში შეჭრას.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სერბეთის დაზვერვა უარყოფს უნგრეთის გაზსადენზე უკრაინის საბოტაჟს

სერბეთის დაზვერვა უარყოფს უნგრეთის გაზსადენზე უკრაინის საბოტაჟს

ნეტგაზეთი

მოსკოვში საქართველოს გავლით ახალ მარშრუტზე ალაპარაკდნენ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მოიცავს

მოსკოვში საქართველოს გავლით ახალ მარშრუტზე ალაპარაკდნენ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მოიცავს

ნეტგაზეთი

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

ნეტგაზეთი

მომავლის აკადემიის ცნობით, სტრასბურგმა დაარეგისტრირა მათი სარჩელი “ოცნების” რეპრესიული კანონების წინააღმდეგ

მომავლის აკადემიის ცნობით, სტრასბურგმა დაარეგისტრირა მათი სარჩელი “ოცნების” რეპრესიული კანონების წინააღმდეგ

ნეტგაზეთი