
მონებო! რუსებო! სირცხვილი! - ამ შეძახილებით შეხვდნენ „ოცნებას“ 9 აპრილის მემორიალთან - Netgazeti
„მონებო! რუსებო! სირცხვილი!“ – ამ შეძახილებით შეხვდნენ 9 აპრილის მემორიალთან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს.
9 აპრილის მემორიალთან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების გამოჩენამდე პოლიციამ კორდონი გააკეთა და ფიზიკურად მიწოლით ადგილზე მყოფი აქტივისტები და სინდისის პატიმრების მშობლები მემორიალიდან გადაწია, რითაც ისინი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს განარიდა.
მიუხედავად ამისა, პოლიციის კორდონით შემოსაზღვრული აქტივისტები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეძახილებით შეხვდნენ.
აქტივისტებმა 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს. დილით ადგილზე დაპირისპირება იყო. 9 აპრილის მემორიალთან მისული უცნობი პირი აქტივისტებს „ნაცებოს“ ეძახდა. აქციის მონაწილეებს და უცნობ პირებს შორის ხმაური ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც ერთი აქტივისტი, შაკო ბაღდოშვილი დააკავეს. ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს გაარკვიოს, რა მუხლითაა ის დაკავებული.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge