მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ჯერ დავუკავშირდი საქართველოს საგარეო სამინისტროს, შემდეგ შეხვედრა გავმართე - ირანის ელჩი - Netgazeti
ჯერ დავუკავშირდი საქართველოს საგარეო სამინისტროს, შემდეგ შეხვედრა გავმართე - ირანის ელჩი - Netgazeti

ჯერ დავუკავშირდი საქართველოს საგარეო სამინისტროს, შემდეგ შეხვედრა გავმართე - ირანის ელჩი - Netgazeti

ნეტგაზეთი2 აპრილი, 2026, 13:51|netgazeti.ge

ირანის ელჩი საქართველოში, ალი მოჯანი აცხადებს, რომ ჯერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, შემდეგ კი შეხვედრა გამართა.

ირანის ელჩის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში კონსტრუქციული საუბარი შედგა.

„დღეს, ბოლო მოვლენების ანალიზისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შედეგების განხილვის მიზნით, ჯერ დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე. შედგა კონსტრუქციული საუბარი სპარსეთის ყურის ვითარების, ენერგეტიკის მომავლის, ორი ერისა და ორი ქვეყნის მრავალათასწლოვანი მეგობრული ურთიერთობების შესახებ, რომელიც მოიცავდა მნიშვნელოვან საკითხებს.

ირანი ზეწოლის პირისპირ არ მოქმედებს ნაჩქარევად, არამედ ეყრდნობა შიდა სტაბილურობასა და საკუთარ სტრატეგიულ შესაძლებლობებს.

ზედაპირული და მედიასაშუალებების ინტერპრეტაციებისგან განსხვავებით, დღეს ნათლად ჩანს, რომ ირანის ყოვლისმომცველი თავდაცვა ერთთვიანი პერიოდის შემდეგ ეფექტურია. მრავალი ქვეყანა, რომლის ბაზებსაც აშშ იყენებდა, უკვე იწყებს საკუთარი გათვლებისა და მიდგომების გადახედვას.

ბოლო წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ დიდი ძალების ინტერვენციული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს მდგრად უსაფრთხოებას და ვერ იძლევა ეკონომიკური სტაბილურობის გარანტიას.

რეალობა მარტივია: რეგიონული უსაფრთხოება თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების შედეგია და არა ძვირადღირებული საგარეო კონკურენციის გაფართოებისა“, – წერს ირანის ელჩი ფეისბუქზე.

ნეტგაზეთი ირანის ელჩის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. თუმცა უწყებისგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

მანამდე, 31 მარტს, ირანის ელჩმა მუქარანარევი განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან.

უცნობია, ეხებოდა თუ არა ირანის ელჩის ეს განცხადება მანამდე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ირაკლი კობახიძეს დაურეკა.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა ირანის საელჩოსაც იმის გასარკვევად, განიხილა თუ არა ირანის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ირაკლი კობახიძის და მარკო რუბიოს საუბარი. თუმცა პასუხი არც მათგან მიგვიღია.

ირანის ელჩი საქართველოში: არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკავშირმა საბოლოოდ დაამტკიცა უვიზოს შეჩერების ახალი წესი

ევროკავშირმა საბოლოოდ დაამტკიცა უვიზოს შეჩერების ახალი წესი

ნეტგაზეთი

ევროსაბჭოს კონგრესის დასკვნით, საქართველოში დემოკრატია სწრაფად იხევს უკან

ევროსაბჭოს კონგრესის დასკვნით, საქართველოში დემოკრატია სწრაფად იხევს უკან

ნეტგაზეთი

დღეს საქართველოს მხარდაჭერა ნიშნავს იმ ჯგუფების აქტიურ მხარდაჭერას, რომლებიც წინააღმდეგობაში არიან ჩართულნი – გიგაური

დღეს საქართველოს მხარდაჭერა ნიშნავს იმ ჯგუფების აქტიურ მხარდაჭერას, რომლებიც წინააღმდეგობაში არიან ჩართულნი – გიგაური

ნეტგაზეთი

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

ნეტგაზეთი