
პროტესტის 493-ე დღე და შაბათის მარში - Netgazeti
დღეს, 4 აპრილს, უწყვეტი პროტესტის 493-ე დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბნენ მოქალაქეები ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად.
“ერთად მოვიპოვეთ, ერთად დავიცავთ დამოუკიდებლობას” – ამ სლოგანით უკვე ტრადიციადქცეული “შაბათის” მარში გაიმართა – მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და პარლამენტის შენობამდე მსვლელობა მოაწყვეს.
მზარდი რეპრესიების, ტროტუარზე პროტესტის გამო პატიმრობების შეფარდების მიუხედავად, თბილისში მოქალაქეები კვლავ იკრიბებიან ყოველდღიურად და აპროტესტებენ “ქართული ოცნების” მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას. შაბათობით იმართება მსვლელობა ფილარმონიის შენობიდან პარლამენტამდე – “შაბათის მარში”, რომელშიც ის მოქალაქებიც მონაწილეობენ, რომლებიც ყოველდღიურად ვერ უერთდებიან პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე უწყვეტ აქციას.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge