მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
დააკავეს 7 პირი, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების ბინაში მოტყუებით შევიდნენ და ფულს სძალავდნენ - შსს - Netgazeti

დააკავეს 7 პირი, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების ბინაში მოტყუებით შევიდნენ და ფულს სძალავდნენ - შსს - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

პოლიციამ დააკავა 7 პირი, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების ბინაში მოტყუებით შევიდნენ და ფულს სძალავდნენ.

უწყების ცნობით, დაკავებულები რუსეთის მოქალაქეების საცხოვრებელ ბინასთან გვიან ღამით მივიდნენ და მოატყუეს, თითქოს გაზის გაჟონვის შესამოწმებლად იყვნენ მისული. ცივი იარაღითა და მოკვლის მუქარით თავდაპირველად 2000 დოლარი, მობილურები და ლეპტოპები წაართვეს. ამის შემდეგ ფიზიკრუად გაუსწორდნენ და სთხოვდნენ დამატებით 30 000 დოლარს. შსს-ს ინფორმაციით, რამდენიმესაათიანი მუქარისა და ძალადობის შემდეგ, ბრალდებულებმა რუსეთის მოქალაქეები მანქანებში ჩასვეს და მარნეულისკენ წაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული 7 პირის გარდა დანაშაულში სხვებიც მონაწილეობდნენ. პოლიცია მათი ვინაობის დადგენას ცდილობს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე და 179-ე მუხლით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ანგარებით, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას, მძევლად ხელში ჩაგდებასა და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით განხორციელებულ ყაჩაღობას.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია