მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. თამთა მიქელაძე: შსს ტყუის სადიგოვთან დაკავშირებით - Netgazeti
თამთა მიქელაძე: შსს ტყუის სადიგოვთან დაკავშირებით - Netgazeti

თამთა მიქელაძე: შსს ტყუის სადიგოვთან დაკავშირებით - Netgazeti

ნეტგაზეთი5 აპრილი, 2026, 07:32|netgazeti.ge

თამთა მიქელაძე, იურისტი, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელძღვანელი აცხადებს, რომ შსს აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან სადიგოვთან დაკავშირებულ განცხადებაში ტყუის.

სადიგოვი წუხელ, ღამის 04 საათზე მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოდან აზერბაიჯანში გააძევეს.

“შსს ტყუის საკუთარ განცხადებებში. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი გამოყენების შესახებ ძალაშია, სანამ მას ევროპული სასამართლო თავად არ გააუქმებს და არ დარწმუნდება, რომ პირის უფლებების დარღვევის რისკები აღარ არსებობს. ამიტომ აფგან სადიგოვის საქმე არის პირველი შემთხვევა, როცა საქმეში ღიად და პირდაპირ იყო ჩართული საერთაშორისო სამართალი და საქართველოს სახელმწიფომ ის დაარღვია. ჩვენ გუშინ ღამითვე ვაცნობეთ ამ გადაწყვეტილების შესახებ ევროპულ სასამართლოს და ვთხოვეთ ახალი დროებითი ღონისძიების გამოცემა ამ საქმეზე საქართველოსთვის”, – აცხადებს თამთა მიქელაძე და დასძენს:

“აფგან სადიგოვს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მუდმივად უნდოდა საქართველოდან გასვლა. მაგრამ მას გადაადგილების შეზღუდვა დაუწესა სასამართლომ, საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით. მის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი აქვს ევროპაში და სწორედ ოჯახთან გაერთიანება იყო მისი სურვილი და ინტერესი. ჰუმანიტარული ვიზის გაცემის პროცესი დაწყებული იყო, მაგრამ ის საქართველოდან გასვლის აკრძალვის გამო შეჩერებული იყო. ამ დღეებში სწორედ ეს პროცესი დაჩქარებულად უნდა დაწყებული, აზერბაიჯანის მხრიდან ექსტრადიციის მოთხოვნის გაუქმების გამო. მაგრამ, სასამართლომ ეს გარემოება მხედველობაში არ მიიღო და მხოლოდ იმის გამო, რომ თურმე აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან სადიგოვის პასპორტის დეაქტივირება მოუხდენია (სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყევტის შემდეგ, რატომ უნდა ყოფილიყო პასპორტი დეაქტივიტირებული ამის დასაბუთებაც არც წარმოადგინა შსს-მ), სადიგოვი პირდაპირ აზერბაიჯანში გააძევეს და ქვეყნიდან ნებაყოფლობითი გასვლის უფლებაც არ მისცეს. საქარველოსაც და აზერბაიჯანსაც შეეძლოთ, რომ მისთვის უბრალოდ თავი დაენებებინათ, მაგრამ მათ რევანშის სპეცოპერაცია დაგეგმეს და ყველაფერი გააკეთეს ერთი ადამიანის გასადადგურებლად”, – აცხადებს თამთა მიქელაძე.

მისი თქმით, ამჟამად უცნობია, სად არის აფგან სადიგოვი და რა ბედი ელის აზერბაიჯანში.

“როგორც კი გავიგებთ ამ ინფორმაციას, მოგაწვდით. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეზე ევროპული სასამართლოს და მინისტრთა კომიტეტის რეაგირება უმკაცრესი იქნება”, – აცხადებს მიქელაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ “აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა”.

“სადიგოვმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეეფარდა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირს. შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა”, – წერს შსს.

4 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი პოლიციამ დააკავა. თბილისში სადიგოვის საცხოვრებელ ბინასთან მისული პოლიციის კადრებს სათვალთვალო კამერიდან, აფგან სადიგოვის ცოლი, სევინჯ სადიგოვა ავრცელებს.მისივე თქმით, პოლიცია კარის გატეხვას ცდილობდა, თუმცა აფგანმა მათ კარი თავად გაუღო, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და წაიყვანეს.

უწყების თანახმადვე, თბილისის საქალაქო სასამართლომ სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის – კერძოდ, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

“გარდა ამისა, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, გათვალისწინებულ იქნა აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ინფორმაცია აფგან სადიგოვის შესახებ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით. დამატებით, საზოგადოების ინფორმირებისა და სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით, განვმარტავთ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა ბოლო წლების განმავლობაში ითხოვდა მათ მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი აფგან სადიგოვის ექსტრადირებას. იმის გამო, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დაეკისრა დროებითი ღონისძიება, არ გადაეცა აფგან სადიგოვი აზერბაიჯანისათვის, ბუნებრივია ქართული მხარე უარს აცხადებდა ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე აღნიშნული პირის ექსტრადიციაზე. ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები”, -წერს შსს.
გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“ნიკო კვარაცხელიას დახვრეტის საქმე დიდი ხანია გახსნილია” – იზა ომაძის მიმართვა

“ნიკო კვარაცხელიას დახვრეტის საქმე დიდი ხანია გახსნილია” – იზა ომაძის მიმართვა

ნეტგაზეთი

გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტები სხვა ადამიანებზეც ძალადობდნენ და თან იღებდნენ – პროკურატურა

გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტები სხვა ადამიანებზეც ძალადობდნენ და თან იღებდნენ – პროკურატურა

ნეტგაზეთი

შსს აცხადებს, რომ აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში გააძევა

შსს აცხადებს, რომ აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში გააძევა

ნეტგაზეთი

შუაღამის სასამართლოზე სადიგოვი აზერბაიჯანში გააძევეს

შუაღამის სასამართლოზე სადიგოვი აზერბაიჯანში გააძევეს

ნეტგაზეთი