მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
რუსულ მოდელსაც კი გადაასწრო - ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - Netgazeti

რუსულ მოდელსაც კი გადაასწრო - ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

“დიქტატურა საქართველოში” – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აბასთუმანში ცის დაკეტვას ეხმაურება.

“რუსულ მოდელსაც კი გადაასწრო: ბ. ივანიშვილი ხურავს საერთაშორისო საჰაერო სივრცეს სამხრეთ საქართველოში, თავისი ერთ-ერთი რეზიდენციის თავზე, 50 კმ-იან რადიუსში.

შიში, მეგალომანია თუ …ეს რეჟიმი დასასრულს უახლოვდება!”, – წერს ის სოციალურ ქსელ X-ზე.

#dictatorshipinGeorgia even surpassing the Russian model : B.Ivanishvili closes the international airspace above one of its residences in southern Georgia on a 50 km radius. Fear, megalomania or … Time of this regime is drawing to its end!— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) April 17, 2026

„ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, 16 აპრილიდან აბასთუმნის თავზე თვითმფრინავებისთვის ცა დაიკეტა.

რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, აბასთუმნის თავზე თვითმფრინავებისთვის ცის ჩაკეტვის გამო საქართველოს საჰაერო საავიაციო ტრასები იცვლება. ცის ჩაკეტვის გამო დაგრძელებული მარშრუტი კი ფრენის დროს გაზრდის და ფასებს გააძვირებს.

აბასთუმნის თავზე ფრენის უფლება მხოლოდ ისეთ საფრენ აპარატებს ექნებათ, რომლებიც უშუალოდ აბასთუმანში უნდა დაეშვან ან აბასთუმნიდან აფრინდნენ. ამ ტერიტორიაზე ვერტმფრენის დასაჯდომად მოწყობილი მხოლოდ ერთადერთი მოედანია და მას ბიძინა ივანიშვილი ფლობს.

“ოცნებაში” აცხადებენ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილისთვის კი არ ხდება, არამედ მეცნიერთა ჯგუფის მიმართვის საფუძველზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია