
ოპოზიციის ალიანსმა ფასების შესამცირებლად საკუთარი ხედვა წარადგინა - Netgazeti
დღეს, 17 აპრილს, ოპოზიციის ალიანსის წევრებმა მაღალ ფასებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს, რომელზეც ფასების შესამცირებლად საკუთარი ხედვა წარადგინეს.
ოპოზიციის ალიანსის განცხადებით, ფასების შესამცირებლად მყისიერად გადასადგმელი ნაბიჯებია: საწვავზე აქციზის განახევრება (2016 წლის ნიშნულზე დაბრუნება), საშემოსავლო გადასახადის 1%-ით შემცირება და დღგ-ის 1%-ით შემცირება. როგორც ოპოზიციის ალიანსში აცხადებენ, ამ ცვლილებებით ეკონომიკას ექნება დაახლოებით 1.6 მილიარდი ლარის მყისიერი საგადასახადო შეღავათი.
„დღეს საქართელოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ, რომ ქვეყანა იმართება არასწორად: სახელმწიფო ჩაფლულია კორუფციაში, არის დიდი რეგულაციური და საგადასახადო ტვირთი.
არალეგიტიმური ხელისუფლების გამო სახელმწიფო არის იზოლაციაში დემოკრატიული სამყაროსგან, რამაც საბოლოოდ გააჩერა გარედან შემოსული ინვესტიციები. სახელმწიფო სტრუქტურები, როგორიცაა ეროვნული ბანკი, ერთი პარტიის ინტერესების მსახურად იქცა, ხოლო ბიუჯეტი ივანიშვილთან დაკავშირებული კლანის მიერ პირწმინდად იძარცვება. არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და კორუფცია პირდაპირ უძვირებს ბიზნესს ყველაფრის ფასს.
განსაკუთრებით მტკივნეული პროდუქტების გაძვირება გახდა ნავთობის კრიზისის დაწყების შემდეგ. ყველა პასუხისმგებლიანი სახელმწიფო ასეთ დროს ცდილობს საკუთარ მოქალაქეებს შეუმსუბუქოს ცხოვრება და სწორი ნაბიჯები გადადგას: ზომები მიიღოს გადასახადების შემცირებით, რათა ფასების მყისიერი ზრდა შეაჩეროს, ასე მოიქცა გერმანია, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი, ავსტრალია და ა.შ. ქართული ოცნება ამას არ აკეთებს, რადგან დიდი გადასახადები ბიუჯეტის შევსების ადვილ წყაროდ ესახება, ხოლო სავსე ბიუჯეტი- ადვილად გასაქურდ ლუკმად.
რომ შევაჯამოთ, რა ახდენს გავლენას ფასებზე და მოქალაქეების ეკომომიკურ მდგომარეობაზე:
საგადასახადო ტვირთის ზრდა 24.8%-დან 26.7%-მდე.ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური დაკვეთით, ეროვნული ბანკის მიერ ფულის მასის ხელოვნური ზრდა (2013 – 2025) – 250-300% (3-4ჯერ მეტი ვიდრე ეკონომიკის ზრდა).შიდა ვალის ზრდა (2012 – 2026) – 2 მლრდ -დან 12 მლრდ-მდე.ინვესტიციების შემცირება: 2022 – 2 მლრდ$ – 2025 – 1.7 მლრდ $ (80% რეივესტიცია).ბენზინზე აქციზის ზრდა: 2017-მდე 250 ლარი, ახლა – 500 ლარი.დიზელზე აქციზის ზრდა: 2017-მდე 150 ლარი, ახლა 400 ლარი.კორუფციული და კრიმინალური ხარჯი – ივანიშვილის რეჟიმის კორუფციული და კრიმინალური რეკეტის პირობებში, თანამდებობის პირების გამდიდრების მასშტაბი პირდაპირ აისახება მომხმარებლებისთვის მიწოდებული პროდუქტების და სერვისების ფასზე.ოფიციალური რეგულაციურ-ბიუროკრატიული ტვირთი – ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელი ნაბიჯების მიღმა შემოღებული რეგულაციები (რისი ერთე-რთი მაგალითიც არის ლარიზაცია).
აქედან გამომდინარე, წარმოგიდგენთ ოპოზიციის ალიანსის ხედვას.
მყისიერად გადასადგმელი ნაბიჯები:
საწვავზე აქციზის განახევრება (2016 წლის ნიშნულზე დაბრუნება)საშემოსავლო გადასახადის 1%-ით შემცირებადღგ-ის 1%-ით შემცირება
ამ ცვლილებებით ეკონომიკას ექნება დაახლოებით 1.6 მილიარდი ლარის მყისიერი საგადასახადო შეღავათი და ეს ფული დარჩება ხალხს, არ გახდება ქართული ოცნების ქურდი მმართველი კლანის ნადავლი. ეს, ასევე, მაშინვე გააიაფებს საწვავს დაახლოებით 20 თეთრით და დაგვეხმარება ფასების მყისიერი ზრდის თავიდან აცილებაში ან მინიმუმ, შეფერხებაში და სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნაში.
საშუალო და გრძელვადიანი ნაბიჯები:
საგადასახადო ტვირთის და ბიუროკრატიის ზომის არსებითად შემცირება.ეკონომიკის მოცულობასთან შიდა ვალის მოცულობის შეფარდების განახევრება.ეროვნული ბანკის დეპოლიტიზება.დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა, რაც ყველა ჯანსაღი ეკონომიკური სისტემის უმთავრესი საფუძველია.სისტემური კორუფციის და კრიმინალის გავლენის განეიტრალება ეკონომიკაში .ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრაციის გაღრმავება თავისუფალი, განვითარებული სამყაროს ეკონომიკასთან, რაც ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.სახელმწიფო სერვისების გაიაფება.ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელი ჩარჩოს მიღმა არსებული ბიუროკრატიული რეგულაციების გაუქმება.
ალიანსის ხედვის მიხედვით, ეკონომიკაში მყისიერად დარჩება შემდეგი მოცულობის ფული:
საწვავზე აქციზის განახევრება (2016 წლის მდგომარეობა) – 400 მილიონი ლარისაშემოსავლო გადასახადის 1 პროცენტული პუნქტით შემცირება 20%-იდან 19% -მდე – 400 მილიონი ლარიდღგ-ს შემცირება 1 პროცენტული პუნქტით 18%- იდან 17%- მდე – 700 მილიონი ლარიმოგების (15%) და დივიდენდის (5%) გადასახადის დივიდენდის ნაწილის 1 პროცენტული პუნქტით შემცირება რომ საშემოსავლოს შემცირებით წარმოქმნილი ხვრელი აღმოიფხვრას – 100 მილიონი ლარი
ჯამურად: 1,6 მილიარდი ლარის მყისიერი საგადასახადო შეღავათი მოქალაქეებისთვის.
საბიუჯეტო ხარჯების შემცირება:
საბიუჯეტო პოზიცია “სხვა ხარჯების” 2,9 მილიარდიდან 2,1 მილიარდამდე შემცირება, დანაზოგი 800 მილიონი ლარი.ყველაზე გაუმჭვირვალე საბიუჯეტო ხარჯვითი პოზიცია, რომელიც 2020 და 2021 წლებშიც კი ნაკლები იყო, ვიდრე ჩვენ ვტოვებთ.საბიუჯეტო პოზიცია “სუბსიდიების” 1,05 მილიარდიდან 700 მილიონამდე შემცირება – დანაზოგი 300 მილიონი ლარისახელმწიფო ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილიდან “საქონელი და მომსახურება” 2,9 მილიარდიდან 2,4 მილიარდამდე შემცირება – დანაზოგი 500 მილიონი ლარიშემცირება არ ეხება სახელფასო პარამეტრებს და მართლწესრიგის და თავდაცვა და უსაფრთხოების სფეროებს.დარჩენილი 2,4 მილიარდი დაახლოებით 1 მილიარდით აღემატება 2020 წლის დანახარჯებს იდენტური სერვისებისთვის.
ჯამური დანაზოგი: 1,6 მილიარდი ლარი“, – აცხადებენ ოპოზიციის ალიანსში.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge