მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. "ოცნება" ასაკრძალი პარტიების სიას "ფედერალისტებსაც" ამატებს - Netgazeti
"ოცნება" ასაკრძალი პარტიების სიას "ფედერალისტებსაც" ამატებს - Netgazeti

"ოცნება" ასაკრძალი პარტიების სიას "ფედერალისტებსაც" ამატებს - Netgazeti

ნეტგაზეთი20 აპრილი, 2026, 07:48|netgazeti.ge

“ქართული ოცნება” პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელში მე-4 პარტიასაც ამატებს – “ფედერალისტებს”.

ამის შესახებ “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარტია საკონსტიტუციო სასამართლოდან ძველ სარჩელს გამოითხოვს და შეიტანს ახალს, დაკორექტირებულ ვარიანტს, რომლითაც უკვე 4 პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვას მოითხოვს:

ლელოენმ“კოალიცია ცვლილებებისთვის”“ფედერალისტები”

პაპუაშვილის განმარტებით, სარჩელში “ფედრალისტების” დამატების საფუძველი არის ის, რომ ეს პარტია შეუერთდა ოპოზიციის ალიანსს და გაიზიარა მათი საერთო მიზნები “დემოკრატიის წინააღმდეგ”.

მისი თქმით, მართალია, ალიანსში არიან ისეთი პარტიებიც, რომლებიც ჯერ მათ სარჩელში არ ფიგურირებენ, თუმცა “ოცნება” უყურებს იმასაც, რამდენად “არსებითია მათი გავლენა პოლიტიკაზე”.

“ქართული ოცნების” შეფასებით, ოპოზიციის ალიანსის მთავრი ლიდერები არიან პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი არასამთავრობოების წარმომადგენლებს შეხვდა

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი არასამთავრობოების წარმომადგენლებს შეხვდა

ნეტგაზეთი

საქართველოს მაჩვენებელი კიდევ ერთ რეიტინგში გაუარესდა

საქართველოს მაჩვენებელი კიდევ ერთ რეიტინგში გაუარესდა

ნეტგაზეთი

ბინის ყიდვა განვადებით თუ საბანკო სესხი?

ბინის ყიდვა განვადებით თუ საბანკო სესხი?

ნეტგაზეთი

Tegeta Comfort – დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე

Tegeta Comfort – დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე

ნეტგაზეთი