მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
სარჯველაძის განცხადება არაჰუმანური და ამორალურია - ოპოზიციის ალიანსი - Netgazeti

სარჯველაძის განცხადება არაჰუმანური და ამორალურია - ოპოზიციის ალიანსი - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

ოპოზიციის ალიანსის წევრებმა, გიგი წერეთელმა და ანი ქავთარაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

გიგი წერეთლის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ დღეს არსებული თანამედროვე მედიკამენტები არაეფექტურია, მორალს მოკლებულია.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვინდა გამოვხატოთ ჩვენი სრული სოლიდარობა ადამიანების მიმართ. ჩვენ ახლა მოვისმინეთ ძალიან ემოციური ბრიფინგი მშობლების და ძალიან კარგად გვესმის სიმწვავე და დრამატულობა ამ ვითარების. გვესმის, როგორც მოქალაქეებს, მშობლებს, პოლიტიკოსებს და მე და ანის, როგორც ექიმებს. ძალიან კარგად გვესმის, თუ რას ნიშნავს, აი ,ეს დრამატიზმი ასეთი სიტუაციის.

ამავდროულად, ეს არის გამოძახილი იმ ვითარების, რომელიც არის დღეს ქვეყანაში, როცა არ არის სისტემური, პროფესიონალური მიდგომა, როცა არ არის ანგარიშვალდებულება ხალხთან და არის, როგორც ვხედავთ, ძალიან მაღალი დონის კორუფცია და საბიუჯეტო თანხების უმიზნოდ ხარჯვა. რა თქმა უნდა, ეს ვითარება შეიქმნება არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ მომავალშიც.

ამიტომ, მორალს მოკლებულია სრულიად საუბარი იმაზე, რომ დღეს არსებული თანამედროვე მედიკამენტები თითქოს არ არის ეფექტური და რაღაცა წლების ცვლა და ასე შემდეგ. ყველას უნდა ესმოდეს, რომ თითოეული დღე, თვე და წელი ამ ოჯახებისთვის, ამ ადამიანებისთვის, ამ ბავშვებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს საკითხი არის მოსაგვარებელი. ის კი არა, რომ 30 მილიონი დაიხარჯოს ნახევარ წელიწადში მანქანების შესყიდვაზე, არამედ ეს თანხები იყოს მიმართული ამ და სხვა დაავადებების სამკურნალოდ, პრობლემის მოსაგვარებლად და არა დისტანცირებისთვის რაღაცა სტანდარტული ფრაზეოლოგიით ან არასაკმარისი სერვისების შეთავაზებით.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს, მოგვარდეს. აქონდროპლაზიის მაგალითიც არსებობს ამ ქვეყანაში. საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, რომ სწორედ ის ცვლილებები, რაც მოხდება ამ ქვეყანაში აუცილებლად, მოიტანს ცვლილებებს ყველა მიმართულებით, მათ შორის ჯანდაცვაშიც.

ანი ქავთარაძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადება კრიტიკას ვერ უძლებს და არაჰუმანურია.

„პირველ რიგში, მე, როგორც დედა, მოქალაქე და ექიმი, ვუცხადებ სოლიდარობას, რა თქმა უნდა, პაციენტებს . მინდა აღვნიშნო, რომ სამინისტროს დღევანდელი განცხადება ვერც ერთი ამ რაკურსით ვერ უძლებს კრიტიკას. ის იყო არაჰუმანური და ამორალური. ამავდროულად, ჩვენ, როგორც დარგის პროფესიონალები და პოლიტიკოსები, ვუცხადებთ სოლიდარობას ერთად, ალიანსის სახელით, ჩვენს პაციენტებს, მოქალაქეებს, მათი ოჯახის წევრებს და ვპირდებით მათ, რომ ერთად ბრძოლით ვაიძულებთ სისტემას, რომ ბავშვებს გაუწიონ ადეკვატური სამედიცინო მომსახურება.

ამავდროულად, საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ალიანსს აქვს მკაფიო ხედვა არა მხოლოდ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე პაციენტების, არამედ ზოგადად, იშვიათი დაავადებების მართვის ხედვა, რომელსაც უახლოეს პერიოდში წარმოგიდგენთ და ამ ხედვას აუცილებლად მოვიყვანთ მოქმედებაში და ვსრულყოფთ მას შემდეგ, რაც შევცვლით ხელისუფლებას.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არ მივცემთ არავის უფლებას, რომ მოახდინოს დისკრედიტაცია პაციენტების რაიმე სახის ნიშნით და ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს ყველაზე ღირებული და ფასდაუდებელი“, – განაცხადა ანი ქავთარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებებით, წამლები, რომლის შემოტანასაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მშობლები ითხოვენ, ძვირია და მათი ეფექტიანობა — სადავო და საეჭვოა.

სარჯველაძეს მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან ბრიფინგით უპასუხეს.

მშობლები- ზაქარია გვიშიანი, თაკო გოგალაძე, კახა წიქარიშვილი- რომლებმაც ბრიფინგზე თემის სახელით ისაუბრეს, მინისტრს დაპირისპირებულ მხარედ ხედავენ, რომელიც მათი შვილების სიცოცხლეს თვეებითა და წლებით ანგარიშობს. სარჯველაძეს ისინი ადანაშაულებენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში.

სარჯველაძემ განმარტა, რატომ არ ყიდულობენ დიუშენის წამლებს „ანგარიშობს ჩვენი შვილების სიცოცხლით“ — დიუშენის პაციენტების მშობლების პასუხი სარჯველაძეს ერთი დიაგნოზი – ორი რეალობა: რატომ მკურნალობენ ქართველ ბავშვებს უცხოეთში, მაგრამ არა სამშობლოში

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია