მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. შსს ამბობს, რომ ჟურნალისტი აფგან სადიგოვი სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფისთვის დააკავა - Netgazeti
შსს ამბობს, რომ ჟურნალისტი აფგან სადიგოვი სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფისთვის დააკავა - Netgazeti

შსს ამბობს, რომ ჟურნალისტი აფგან სადიგოვი სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფისთვის დააკავა - Netgazeti

ნეტგაზეთი4 აპრილი, 2026, 20:38|netgazeti.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჟურნალისტი აფგან სადიგოვი სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვისაა დაკავებული. აფგან სადიგოვი პოლიციამ სახლში დააკავა 4 აპრილის საღამოს.

შსს-ს ცნობით, სადიგოვის მიმართ საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაწყებული:

“აფგან სადიგოვი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასამართლოში წარდგენისა და საქმის დროულად განხილვის მიზნით, 4 აპრილს დააკავეს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აფგან სადიგოვი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა.

აფგან სადიგოვი წარდგება სასამართლოს წინაშე, სადაც ზეპირ სხდომაზე მოსამართლე იმსჯელებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი სახდელის დაკისრებაზე”, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინელებმა ოლექსანდრივკის ფრონტზე 9 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინელებმა ოლექსანდრივკის ფრონტზე 9 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

ნეტგაზეთი

500-ლარიანი ქრთამის აღებისთვის გარდაბნის მერიის თანამშრომელს 9 წლამდე პატიმრობა ემქურება – საგამოძიებო

500-ლარიანი ქრთამის აღებისთვის გარდაბნის მერიის თანამშრომელს 9 წლამდე პატიმრობა ემქურება – საგამოძიებო

ნეტგაზეთი

მარნეულის მერის ძმა დააკავეს

მარნეულის მერის ძმა დააკავეს

ნეტგაზეთი

მოსკოვში საქართველოს გავლით ახალ მარშრუტზე ალაპარაკდნენ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მოიცავს

მოსკოვში საქართველოს გავლით ახალ მარშრუტზე ალაპარაკდნენ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მოიცავს

ნეტგაზეთი