მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. დიღმურას ხიდზე მოძრაობა 15 აპრილიდან 5 თვის განმავლობაში იზღუდება - Netgazeti
დიღმურას ხიდზე მოძრაობა 15 აპრილიდან 5 თვის განმავლობაში იზღუდება - Netgazeti

დიღმურას ხიდზე მოძრაობა 15 აპრილიდან 5 თვის განმავლობაში იზღუდება - Netgazeti

ნეტგაზეთი11 აპრილი, 2026, 08:18|netgazeti.ge

თბილისის მერიის ცნობით, მდინარე დიღმურას ხიდზე, 15 აპრილიდან ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

“თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება. სამშენებლო არეალში 15 აპრილის 00:00 საათიდან, ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

თეთრი დუქნისა და სარაჯიშვილის ქუჩების მიმართულებით მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზებით. კერძოდ, ვაშლიჯვრის დასახლებისკენ იმოძრავებენ მარშალ გელოვანის გამზირიდან ვასო გოძიაშვილის ქუჩის, ასევე პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის გავლით, რომელიც დროებით, სრულად ორმხრივი გახდება.

რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, N430 მიკროავტობუსი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან პეტრე სარაჯიშვილის ქუჩას ვაშლიჯვრის ასახვევიდან, მარშალ გელოვანის გამზირის გავლით დაუკავშირდება”, – აცხადებს თბილისის მერია.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი საქართველოს უსამძიმრებს

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი საქართველოს უსამძიმრებს

ნეტგაზეთი

ზელენსკის თქმით, რუს სამხედროებს ცეცხლი არ შეუწყვეტიათ – რუსეთმა “სააღდგომო ზავი” დაარღვია

ზელენსკის თქმით, რუს სამხედროებს ცეცხლი არ შეუწყვეტიათ – რუსეთმა “სააღდგომო ზავი” დაარღვია

ნეტგაზეთი

ზაზა ფაჩულიას რაჭაში ჰესის ასაშენებლად მიწას 49 წლით გადასცემენ

ზაზა ფაჩულიას რაჭაში ჰესის ასაშენებლად მიწას 49 წლით გადასცემენ

ნეტგაზეთი

რუსეთმა კობა ხაბაზს 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

რუსეთმა კობა ხაბაზს 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ნეტგაზეთი