მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ზაზა ფაჩულიას რაჭაში ჰესის ასაშენებლად მიწას 49 წლით გადასცემენ - Netgazeti
ზაზა ფაჩულიას რაჭაში ჰესის ასაშენებლად მიწას 49 წლით გადასცემენ - Netgazeti

ზაზა ფაჩულიას რაჭაში ჰესის ასაშენებლად მიწას 49 წლით გადასცემენ - Netgazeti

ნეტგაზეთი10 აპრილი, 2026, 15:53|netgazeti.ge

მთავრობის განკარგულებითა და თანხმობით, რომელიც 2026 წლის 31 მარტით თარიღდება და ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, კომპანიას, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ზაზა ფაჩულიაა, რაჭაში ჰესის ასაშენებლად მიწა 49 წლით გადაეცემა.

შპს სადმელი ჰესს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (რომელიც თავის მხრივ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნაწილია), ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებულ უძრავ ქონებას სარგებლობისთვის წელიწადში 18 973 ლარის გადახდის პირობით გადასცემს.

მთავრობის განკარგულების დანართის მიხედვით, საუბარია ჯამურად 29 007 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავ ქონებაზე.

განკარგულების თანახმად, ხელშეკრულება „სადმელი ჰესის“ აშენებისა და ექსპლუატაციაში მიღების შესახებ 2025 წლის 24 დეკემბერს დაიდო საქართველოს მთავრობას, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და შპს სადმელი ჰესს შორის.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ჰესის პროექტის შესახებ განთავსებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ჰესის აშენება მდინარე რიცეულაზე იგეგმება, სიმძლავრით — 2,66 მგვტ. ჰესის ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღად 2027 წლის 30 სექტემბერია მითითებული საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების დამტკიცებულ ათწლიან გეგმაში, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა აქვეყნებს.

შპს სადმელი ჰესი 2023 წლის თებერვალშია რეგისტრირებული. მისი ერთპიროვნული მფლობელი ზაზა ფაჩულიაა. დირექტორი კი — ლევან დიასამიძე.

რეგისტრირებისას მისი ერთპიროვნული მფლობელიცა და დირექტორიც ნანა ყეინიშვილი იყო. საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან 2012-2016 წლებში. 2023 წლის სექტემბერში ის „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩია. ზაზა ფაჩულია და ლევან დიასამიძე შპს სადმელი ჰესის მფლობელი და მმართველი 2025 წლის ივნისში გახდნენ. შპს მათ ხელში გადავიდა ნანა ყეინიშვილის შვილისგან, ნათია ლოლაძისგან.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ECHR-მ ხადიჯა ისმალოვასთვის ქვეყნის დატოვების აკრძალვაზე აზერბაიჯანს კომპენსაცია დააკისრა

ECHR-მ ხადიჯა ისმალოვასთვის ქვეყნის დატოვების აკრძალვაზე აზერბაიჯანს კომპენსაცია დააკისრა

ნეტგაზეთი

“ივანიშვილი ფაშინიანს არ ხვდება, კარაპეტიანს შეხვდებოდა “-  სომხეთში პრორუსი ოპოზიციონერი

“ივანიშვილი ფაშინიანს არ ხვდება, კარაპეტიანს შეხვდებოდა “- სომხეთში პრორუსი ოპოზიციონერი

ნეტგაზეთი

უკრაინამ რუსეთის ბალტიის ზღვის მთავარ ნავთობტერმინალს დაარტყა

უკრაინამ რუსეთის ბალტიის ზღვის მთავარ ნავთობტერმინალს დაარტყა

ნეტგაზეთი

არტემის II-ის ასტრონავტებმა რეკორდი დაამყარეს – ისინი დედამიწიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორდნენ

არტემის II-ის ასტრონავტებმა რეკორდი დაამყარეს – ისინი დედამიწიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორდნენ

ნეტგაზეთი