მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ანადგურებს | პიტერ მადიარი - Netgazeti

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ანადგურებს | პიტერ მადიარი - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

“უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ანადგურებს”,- განაცხადა პიტერ მადიარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო, საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ანადგურებდა.

„ისინი დოკუმენტებს ქაღალდის დასაქუცმაცებელ მანქანაში ყრიან, ეს მათ ვერ უშველის – უბრალოდ, მინდა გესმოდეთ, რა კონტექსტია ახლა უნგრეთში“- ამბობს უნგრეთის ახალი ლიდერი.

მადიარმა საქართველო-უნგრეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით “რუსთავი 2-ის” დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ ის მოუთმენლად ელის საქართველოსთან თანამშრომლობას და მოხარული იქნება თბილისში ვიზიტითაც.

პრესკონპერენციის შემდეგ, სადაც მადიარი უცხოელი ჟურნელისტების შეკითხვებს პასუხობს, დაგეგმილია სატელეფონო ზარები სხვა ევროპელ ლიდერებთან.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია