მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. მეზობლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით საგარეჯოში ერთი პირი დააკავეს - Netgazeti
მეზობლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით საგარეჯოში ერთი პირი დააკავეს - Netgazeti

მეზობლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით საგარეჯოში ერთი პირი დააკავეს - Netgazeti

ნეტგაზეთი14 აპრილი, 2026, 08:05|netgazeti.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს წარსულში ნასამართლევი – 1953 წელს დაბადებული დ.შ.

“გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით მეზობელი – 1969 წელს დაბადებული გ.კ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად გ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული დ.შ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული”, – აცხადებენ პოლიციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობისთვის მოქალაქეებს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ

ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობისთვის მოქალაქეებს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ

ნეტგაზეთი

ეკონომიკის სამინისტროში საკადრო ცვლილებებია

ეკონომიკის სამინისტროში საკადრო ცვლილებებია

ნეტგაზეთი

„РБК“: ფაშინიანს პოსტის შესანარჩუნებლად ბრძოლა ელის

„РБК“: ფაშინიანს პოსტის შესანარჩუნებლად ბრძოლა ელის

ნეტგაზეთი

მარტვილიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა – სურსათის სააგენტო

მარტვილიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა – სურსათის სააგენტო

ნეტგაზეთი