
ტრამპის თქმით, არჩევნებში ორბანის დამარცხება არ აწუხებს - Netgazeti
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის დამარცხება არ აწუხებს.
დონალდ ტრამპმა სამშაბათს ABC News-ის რეპორტიორ ჯონათან კარლს განუცხადა, რომ სიმპათიითაა განწყობილი მომავალი უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მიმართ.
„ვფიქრობ, ახალი კაცი [პეტერ მადიარი] კარგად იმუშავებს — ის კარგი ადამიანია,“ — განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპის თქმით, არ იცის, შეიცვლებოდა თუ არა რამე, თავად რომ ჩასულიყო უნგრეთში ორბანის მხარდასაჭერად, ჯეი დი ვენსის ნაცვლად.
„ის მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა [პეტერ მადიარს]. ამაში დიდად არ ვყოფილვარ ჩართული. თუმცა, ვიქტორი კარგი კაცია“, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, პეტერ მადიარი წარსულში ორბანის პარტიის წევრი იყო და იმიგრაციასთან დაკავშირებით მსგავსი შეხედულებები აქვს:
„ვფიქრობ, ის[პეტერ მადიარი] კარგი იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპი მხარს უჭერდა ვიქტორ ორბანს და არჩევნების წინ უნგრეთში ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი გააგზავნა. როდესაც ჯეი დი ვენსი უნგრეთში წინასაარჩევნო აქციაზე სიტყვით გამოდიოდა, მან აშშ-ს პრეზიდენტს დაურეკა და სატელეფონო ზარის მეშვეობით ტრამპი აქციაზე მოკლე სიტყვითაც კი გამოვიდა.
თუმცა, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ ვიქტორ ორბანმა ძალაუფლება დაკარგა, რადგან უნგრელებმა რეკორდული აქტივობით ხმა მისცეს პეტერ მადიარს, ვიქტორ ორბანის მთავარ მეტოქეს, რომელსაც პროევროპულ კურსი აქვს.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge