
თუ NATO ჩვენ გვერდით არ იქნება ირანის საკითხში, ის ჩვენთან არ იქნება ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხებშიც - ტრამპი - Netgazeti
ნეტგაზეთი|netgazeti.ge
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისევ აკრიტიკებს NATO-ს.
“ფოქსნიუსის” ეთერში ტრამპმა განაცხადა, რომ NATO უნდა ყოფილიყო აშშ-ის გვერდით ირანთან სამხედრო დაპირისპირების დროს. მან თქვა, რომ თუ NATO ახლა არ დგას აშშ-ის გვერდით, ის სხვა, “უფრო დიდ” საკითხებშიც არ დაუჭერს მხარს.
“მაშ, რატომ ვხარჯავთ წელიწადში ასობით მილიარდ დოლარს NATO-ზე?” – იკითხა ტრამპმა.
“დიდებულ საქმეს ვაკეთებთ ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის. იცით, ჩვენ არავითარი დახმარება არ მიგვიღია NATO-სგან. ნული! ჩვენ იქ [ირანში] ვართ მათთვის, ისინი აქ არ არიან ჩვენთვის […] ისინი უკეთესად უნდა მოქცეულიყვნენ, უნდა ეთქვათ – “ჩვენ ვინმეს გამოვაგზავნით”.ეს მცირე ოპერაციაა დიდ ოპერაციასთან შედარებით, მაგრამ ნატო არ იყო ჩვენ გვერდით. და ეს რას ნიშნავს: თუ ისინი აქ არ არიან ჩვენთვის, არც სხვაგან იქნებიან. მაშ, რატომ ვხარჯავთ წელიწადში ასობით მილიარდ დოლარს NATO-ზე, თუ ისინი ჩვენთან არ იქნებიან? თუ ისინი ჩვენთან არ იქნებიან ირანის საკითხში, ისინი არ იქნებიან ჩვენთან ირანზე ბევრად უფრო დიდ (მნიშვნელოვან) საკითხებშიც”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
.@POTUS: “We’ve had no help — ZERO — from NATO. We’re there for them, they’re not there for us… if they’re not going to be with us on Iran, they’re not going to be with us on a much bigger subject than Iran.” pic.twitter.com/BmIYMSYKyO— Rapid Response 47 (@RapidResponse47) April 15, 2026
დონალდ ტრამპი ბოლო პერიოდში აქტიურად აკრიტიკებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ განიხილავს აშშ-ის გასვლას ხელშეკრულებიდან.
ამავე თემაზე:
ტრამპი: თანახმა ვარ, შევაჩერო ირანის დაბომბვა ორი კვირითტრამპის თქმით, ირანის პორტების ბლოკირება ორშაბათიდან დაიწყება
გაზიარება:
N
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge