ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ საფეხბურთო კლუბების მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრები ერთმანეთს აეროპორტში გამგზავრების პერიოდში შეხვდნენ.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაუკავებიათ.
მხარეებს შორის დაპირისპირება სამართალდამცავებმა განმუხტეს.
ამ დროისათვის, ისრაელისა და თურქეთის მიმართულებით, ფრენები უკვე შესრულდა.
