ორიგინალი
„ძალიან მძიმე პროვოკაციები იყო, თუმცა პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა... მოვუწოდებ ყველა ქართველ რადიკალს, თავი შეუკავონ პროვოკაციული და სამარცხვინო განცხადებებისგან“ — ირაკლი კობახიძე ბათუმში გამართულ მატჩზე
ნიუპოსტი·21:53

„ძალიან მძიმე პროვოკაციები იყო, თუმცა პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა... მოვუწოდებ ყველა ქართველ რადიკალს, თავი შეუკავონ პროვოკაციული და სამარცხვინო განცხადებებისგან“ — ირაკლი კობახიძე ბათუმში გამართულ მატჩზე

27 ნოემბერი, 2026 · 21:53

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ ინციდენტებს გამოეხმაურა. მედიასთან საუბრისას მან შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამართალდამცველებს წესრიგის დაცვისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მიუხედავად თურქი გულშემატკივრების უმრავლესობის ღირსეული დამოკიდებულებისა, რამდენიმე ასეული ადამიანი პროვოკაციული ქმედებებით გამოირჩეოდა. კობახიძემ ქართველ ოპონენტებსაც მიმართა და მოუწოდა, მსგავსი შემთხვევები პროვოკაციული განცხადებებისთვის არ გამოიყენონ.

„მე დავიწყებ პირველ რიგში მადლობით პოლიციელების მიმართ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ. მათ გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ ძალიან მძიმე პროვოკაციის პირობებში დაეცვათ წესრიგი, აღეკვეთათ პროვოკაციები და თითოეული მათგანი, თითოეული პოლიციელი ჩვენგან იმსახურებს განსაკუთრებულ მადლობას. ძალიან მძიმე პროვოკაციები იყო.

სამწუხაროა, რომ არის ბევრი ადამიანი, რომელიც ცდილობს, ასეთი შემთხვევები გამოიყენოს არასწორი რიტორიკისთვის, არასწორი გზავნილებისთვის. მათ შორის არც ეს იყო გამონაკლისი შემთხვევა.

ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც საქმე ეხება მატჩის ჩატარებას, ჩვენ შევთავაზეთ უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს თურქ მეგობრებს, რომ ქვეყნის გარეთ, მაგრამ სავსე ტრიბუნებით ჩაეტარებინათ ეს საფეხბურთო მატჩი ჩვენს ქვეყანაში. სხვა ქვეყანაში მათ ამის შესაძლებლობა ვერ მიეცემოდათ. მიუხედავად იმისა, რომ, ბუნებრივია, რისკები არსებობდა, ჩვენ ეს მეგობრული ჟესტი განვახორციელეთ სწორედ ჩვენი მჭიდრო მეგობრობის გათვალისწინებით, რაც აკავშირებს ორ ქვეყანას, საქართველოსა და თურქეთს. მოხარული ვარ, რომ თურქი გულშემატკივრების უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება ძალიან ღირსეულად მიიღო და ისინი ჩამოვიდნენ ძალიან ღირსეულად ჩვენს ქვეყანაში, თუმცა იყო რამდენიმე ასეული გულშემატკივარი, რომელსაც გულშემატკივარსაც ვერ ვუწოდებდი, გამოირჩეოდნენ პროვოკაციული ქმედებებით. ეს ძალიან გულდასაწყვეტი იყო ჩვენთვის — როდესაც ასეთი ტიპის შეთავაზებას უკეთებ გულშემატკივარს და ისინი ამას პასუხობენ არასწორი ქმედებებით, ეს არის ძალიან გულსატკენი და გულდასაწყვეტი. თუმცა, საბოლოოდ პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, რაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა და კიდევ ერთხელ მადლობა ყველა პოლიციელს.

მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, საუბარი მაქვს რადიკალებზე, რომლებიც პროვოკაციული განცხადებებისთვის იყენებენ ასეთ შემთხვევებს, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ საქართველოს ინტერესებს და თავი შეუკავონ პროვოკაციული და სამარცხვინო განცხადებებისგან“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: newposts.ge
  1. მთავარი
  2. ნიუპოსტი
  3. „ძალიან მძიმე პროვოკაციები იყო, თუმცა პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა... მოვუწოდებ ყველა ქართველ რადიკალს, თავი შეუკავონ პროვოკაციული და სამარცხვინო განცხადებებისგან“ — ირაკლი კობახიძე ბათუმში გამართულ მატჩზე

თემა: ბათუმში

ამ თემას 29 ქართული წყარო აშუქებს — სულ 244 სტატია.

  • ფორმულა·00:57
    ისრაელის საფეხბურთო კლუბი: მადლობა ქალაქ ბათუმს ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებისთვის
  • რუსთავი 2·00:29
    მმართველი გუნდისთვის ბათუმში განვითარებული მოვლენები ოპოზიციის ლუსტრაციის მორიგი მაგალითი აღმოჩნდა - "ქართულ ოცნების" წევრების განცხადებით, მათი ოპონენტები ცდილობენ, ყველა თემა ვიწრო პარტიულ ინტერესებს მოარგონ
  • რადიო თავისუფლება·00:12
    როცა ფეხბურთი პოლიტიკას ვერ ემიჯნება - რა აჩვენა ბათუმში პოლიციისა და თურქი ქომაგების დაპირისპირებამ
  • კვირის პალიტრა·22:46
    "გერმანიის ნაკრების თამაშზე მსგავსი ინციდენტი რომ მომხდარიყო, პაპუაშვილი რას იტყოდა? გერმანიის კანცლერს მიწასთან გაასწორებდნენ, თურქეთის შემთხვევაში კი წაუყრუეს“ - ხუხაშვილი ბათუმში მომხდარ საფეხბურთო ინციდენტზე
ბათუმშიმატჩისპოლიციამ

ტექსტის ზომა

გაზიარება

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.