დაცული ტერიტორიების ფართობი დამატებით 100 000 ჰექტრით გაიზრდება
მთავრობის ინფორმაციით, 2028 წლისთვის დაცული ტერიტორიების ფართობი დამატებით 100 000 ჰექტრით გაიზრდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში უკვე შესულია.
კანონის პროექტის მიღების შედეგად, შეიქმნება მყინვარების ეროვნული პარკი – 47 480 ჰა-ზე მესტიის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში.
ასევე ცაგერის მუნიციპალიტეტში შეიქმნება ლეჩხუმის ეროვნული პარკი – 14 253 ჰა-ზე,
ხვამლის აღკვეთილი – 2 281 ჰა-ზე,
საირმის სვეტების ბუნების ძეგლი – 32.6 ჰა-ზე,
რაჩხას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი – 1.6 ჰა-ზე და ღვირიშას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი – 0.35 ჰა-ზე.
ასევე შეიქმნება წანერის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, ტვიბერის ჩანჩქერი ბუნების ძეგლი, ლეირაყის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, ლათაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, უშბის (შდუგრას) ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, ლთნარის ტბის ბუნების ძეგლი და ნამყვამის ტბის ბუნების ძეგლი, რომელთა მართვას მყინვარების ეროვნული პარკის და ლეჩხუმის ეროვნული პარკის ადმინისტრაციები განახორციელებს.
