უსთაველის გამზირის რეაბილიტაცია სრულდება - იცვლება სატრანსპორტო სქემა, მომავალ წელს კი რესპუბლიკის მოედანი განახლდება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, განახლებული გამზირი მოქალაქეებს მალე დაუბრუნდება. პროექტის დასრულების შემდეგ შეიცვლება სატრანსპორტო სქემაც, რაც მძღოლებს გადაადგილებას გაუმარტივებს.
კალაძის განმარტებით, ახალი სქემით სანაპიროდან პირდაპირ მთაწმინდის ზედა ქუჩებზე ასვლა, ხოლო უკუმიმართულებით სანაპიროსკენ ჩასვლა იქნება შესაძლებელი. მძღოლებს აღარ მოუწევთ რუსთაველის გამზირის გავლა და ზეთისხილის ხესთან მოტრიალება. ასევე, მთაწმინდის ზედა ქუჩებიდანჩამოსვლისას შესაძლებელი იქნება კოსტავას ქუჩის მიმართულებით პირდაპირ გადაადგილება, თავისუფლების მოედნამდე მისვლის გარეშე.
მერიამ ასევე დააანონსა, რომ მომავალ წელს რესპუბლიკის მოედნის განახლება იგეგმება. პროექტი 200 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასაც ითვალისწინებს.
