ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვა 30 ნოემბერს განახლდება
ხუთი ოპოზიციური პარტიის შესაძლო აკრძალვის საკითხი რომელიც ოქტომბერში გაიხსნა საკონსტიტუციო სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება. სასამართლო პროცესის განმავლობაში მხარეებს შორის კითხვა და პასუხის ეტაპი მიმდინარეობს. ბოლო 24 ნოემბრის სხდომაზე ვითარება დაიძაბა და სასამართლოს თავმჯდომარემ ნიკა გვარამია დარბაზიდან გააძევა, გუშინდელი სხდომა კი გადაიდო, როგორც ცნობილია განხილვის პროცესი 30 ნოემბერს განახლდება. ოპოზიცია კვკლავ აცხადებს, რომ ეს პროცსები მათთვის პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვის მცდელობას ნიშნავს.
