ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს, სახელწოდებით „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“, 441-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 47 წინააღმდეგ წავიდა, 86-მა კი თავი შეიკავა. ევროპარლამენტარები მოითხოვენ პაატა ბურჭულაძისა და სხვა დაკავავებულების გათავისუფლებას, ასევე მიზნობრივი სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილის, ხელისუფლების მაღალჩინოსნების, მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცველების წინააღმდეგ. რეზოლუციას მმართველი გუნდი მიუღებლად მიიჩნევს. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ევროპარლამენტის დებატები და რეზოლუცია გააკრიტიკა. მისი შეფასებით, ეს საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გავრცელების მორიგი მიზანმიმართული მცდელობაა, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს აზიანებს.
