ორიგინალი
აშშ-ში ძლიერი შტორმის გამო ელექტროენერგია გაითიშა და ასობით ავიარეისი გაუქმდა, ან გადაიდო
პალიტრა ნიუსი·10:08

აშშ-ში ძლიერი შტორმის გამო ელექტროენერგია გაითიშა და ასობით ავიარეისი გაუქმდა, ან გადაიდო

27 ნოემბერი, 2026 · 10:08

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დიდ ნაწილში ძლიერმა შტორმმა შეფერხებები გამოიწვია.

Reuters-ის ინფორმაციით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე თითქმის 1 მილიონი მომხმარებელი დარჩა. ქარის შედეგად, რომლის სიჩქარემ 112 კმ/სთ-ს მიაღწია, ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები წაიქცა.

შტორმმა ავიარეისების შეფერხებაც გამოიწვია. FlightAware-ის მონაცემებით, ხუთშაბათს აშშ-სთან დაკავშირებული 454 ავიარეისი გაუქმდა, 2 411 რეისი კი დაგვიანებით შესრულდა. ყველაზე მეტად დაზარალდა ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე მსხვილი აეროპორტები.

აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ვირჯინიის, მერილენდის, დელავერის, ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკის შტატების, ასევე ახალი ინგლისის სანაპირო ზოლის გარკვეულ ნაწილებში დაფიქსირდა ან პროგნოზირებულია ქარის ნაკადები, რომელთა სიჩქარე საათში 50-დან 70 მილამდე აღწევს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ფლორიდაში მომხდარი ძლიერი შტორმებისა და წყალდიდობების გამო, მან შტატისთვის დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ოდენობის ფედერალური დახმარების გამოყოფა დაამტკიცა. მისი თქმით, აღნიშნული თანხა მოიცავს იმ დაფინანსებასაც, რომელიც მანამდე, ქარიშხალ „ისაიასთან“ დაკავშირებით იყო დამტკიცებული.

სრული სტატია წყაროზეწყარო: palitranews.ge
  1. მთავარი
  2. პალიტრა ნიუსი
  3. აშშ-ში ძლიერი შტორმის გამო ელექტროენერგია გაითიშა და ასობით ავიარეისი გაუქმდა, ან გადაიდო

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პალიტრა ნიუსი·10:02

მიკროკლიმატისა და ფიზიკური ფაქტორების გაზომვა, ხარაჩოს უსაფრთხოდ აწყობა, დემონტაჟი და ინსპექტირება - სტანდარტები და საგანმანათლებლო პრეფერენციები

მიკროკლიმატისა და ფიზიკური ფაქტორების გაზომვა, ხარაჩოს უსაფრთხოდ აწყობა, დემონტაჟი და ინსპექტირება - სტანდარტები და საგანმანათლებლო პრეფერენციები
პალიტრა ნიუსი·10:00

სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ღრმავდება - განათლება, როგორც ნებისმიერი ეკონომიკური ურთიერთობის მთავარი ხიდი

სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ღრმავდება - განათლება, როგორც ნებისმიერი ეკონომიკური ურთიერთობის მთავარი ხიდი
პალიტრა ნიუსი·10:00

27 ნოემბრის პრესთაიმი "დილის პალიტრაში"

27 ნოემბრის პრესთაიმი "დილის პალიტრაში"
პალიტრა ნიუსი·09:44

ქვეითის უფლებები და ვალდებულებები: როგორ გადავკვეთოთ გზა უსაფრთხოდ?

ქვეითის უფლებები და ვალდებულებები: როგორ გადავკვეთოთ გზა უსაფრთხოდ?
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.