ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1 700 წელი — საიუბილეო ღონისძიება N169 საჯარო სკოლაში
თბილისის N169 საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა, მოწვეულ სტუმრებთან და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად, საკლასო ოთახები, STEM აუდიტორია დაათვალიერა და საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე მოსწავლეთა ლიტერატურულ ნამუშევრებსა და ნახატებს გაეცნო. გივი მიქანაძე ასევე დაესწრო მოსწავლეთა მონაწილეობით გამართულ თეატრალურ წარმოდგენას.
