ორიგინალი
რასა იუკნევიჩიენე - ორი წელია, ქართველები საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის ყოველდღიურად ქუჩებში გამოდიან - იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ, ცვლილება ადრე თუ გვიან მოვა
პალიტრა ნიუსი·12:00

რასა იუკნევიჩიენე - ორი წელია, ქართველები საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის ყოველდღიურად ქუჩებში გამოდიან - იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ, ცვლილება ადრე თუ გვიან მოვა

28 ნოემბერი, 2026 · 12:00

ორი წელია, ქართველები საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის ყოველდღიურად ქუჩებში გამოდიან - იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეომიმართვას ავრცელებს.

„ყოველი პროტესტის უკან პირადი მსხვერპლი, რთული არჩევანი და საქართველოს მიმართ განსაკუთრებული სიყვარული დგას. იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ცვლილება ადრე თუ გვიან მოვა!“, - წერს რასა იუკნევიჩიენე.

ასევე, ევროპარლამენტარი ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ქართველ ხალხს მიმართავს.

„ძვირფასო ქართველო ხალხო, ორი წლის, 28 ნოემბერს, თქვენ ქუჩაში გამოხვედით თქვენი ევროპული მომავლის დასაცავად. დღეს საქართველოში აქციაზე გასვლა ხალხს ძვირად უჯდება. ათასობით ადამიანი დააკავეს და დააჯარიმეს მშვიდობიანი პროტესტის გამო. ასობით ადამიანს სცემეს ან არასათანადოდ მოეპყრნენ. 150-ზე მეტი ადამიანი ციხეში აღმოჩნდა. პოლიტიკურ პატიმრებს: თქვენ ის ადამიანები ხართ, ვინც ქვეყნის მომავლის დასაცავად გამოვიდა და ამისთვის საკუთარი მომავლით გადაიხადეთ. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები. ჩვენ არ დაგივიწყებთ. საქართველოს თვითგამოცხადებული მთავრობა, შესაძლოა ამ სიტყვების გამო თავს დამესხას. შესაძლოა თქვან, რომ საქართველო ევროპაში მხოლოდ ცოტას ახსოვს. ეს ასე არ არის. ევროპა გიცნობთ. ევროპა ხედავს რაც ხდება და ევროპა თქვენ გვერდით დგას. ხალხი ქუჩაში იმიტომ გამოვიდა, რომ ე.წ. „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში გატყუებდათ, თითქოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიდიოდა. ასევე ტყუილია, როცა ამბობენ, რომ ევროკავშირი საქართველოს ომში ითრევს, ან რომ სხვა გზას რუსეთის შიშით ირჩევენ. მათ რუსეთის არ ეშინიათ. მათ ეშინიათ ევროკავშირისა და იმ თავისუფლებების, რომლებსაც ის თავის მოქალაქეებს ანიჭებს. თავისუფალი არჩევნები ყოველთვის რეჟიმის დასასრულს ნიშნავს. ასე მოხდა უნგრეთში, ასე მოხდა სერბეთში და მჯერა, ასე მოხდება საქართველოშიც. მაგრამ ცვლილება არ მოვა ბრიუსელიდან ან სტრასბურგიდან. ის საქართველოდან მოვა. ვიცი, რომ ძნელია. ამას დრო სჭირდება. ამას სჭირდება მოთმინება, ერთიანობა და შეუპოვრობა. მაგრამ ცვლილება ყოველთვის მოდის. იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, საქართველო!“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: palitranews.ge
  1. მთავარი
  2. პალიტრა ნიუსი
  3. რასა იუკნევიჩიენე - ორი წელია, ქართველები საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის ყოველდღიურად ქუჩებში გამოდიან - იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ, ცვლილება ადრე თუ გვიან მოვა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პალიტრა ნიუსი·14:13

ავსტრიელი ევროპარლამენტარი, რეინჰოლდ ლოპატკა - ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ - ჩვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნას გავაგრძელებთ

ავსტრიელი ევროპარლამენტარი, რეინჰოლდ ლოპატკა - ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ - ჩვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნას გავაგრძელებთ
პალიტრა ნიუსი·13:10

Financial Times - ამერიკელმა სამხედროებმა დიდი ბრიტანეთის ავიაბაზაზე დრონები მოიგერიეს - შესაძლოა, ინციდენტთან ირანი იყოს დაკავშირებული

Financial Times - ამერიკელმა სამხედროებმა დიდი ბრიტანეთის ავიაბაზაზე დრონები მოიგერიეს - შესაძლოა, ინციდენტთან ირანი იყოს დაკავშირებული
პალიტრა ნიუსი·13:08

ევროპარლამენტის მოთხოვნები და სანქციების მუქარა - ხელისუფლების უარი და ოპოზიციის მხარდაჭერა

ევროპარლამენტის მოთხოვნები და სანქციების მუქარა - ხელისუფლების უარი და ოპოზიციის მხარდაჭერა
პალიტრა ნიუსი·13:02

მკვლელობა თერჯოლაში - შვილმა მამას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

მკვლელობა თერჯოლაში - შვილმა მამას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.