ორიგინალი
ბესო შენგელია - დღეს არის ერთიანობის დრო! არ არის პოლიტიკური განსხვავებების დრო! - უნდა შევიკრიბოთ, გავაპროტესტოთ და გავუშვათ ივანიშვილის რეჟიმი ამ ქვეყნიდან
პალიტრა ნიუსი·12:29

ბესო შენგელია - დღეს არის ერთიანობის დრო! არ არის პოლიტიკური განსხვავებების დრო! - უნდა შევიკრიბოთ, გავაპროტესტოთ და გავუშვათ ივანიშვილის რეჟიმი ამ ქვეყნიდან

28 ნოემბერი, 2026 · 12:29

დღეს არის ერთიანობის დრო! არ არის პოლიტიკური განსხვავებების დრო! ის ადამიანები, ვინც ფიქრობთ, რომ ეს ქვეყანა არის გადასარჩენი, ვინც ფიქრობთ, რომ რუსეთში კი არ უნდა წავიდეთ, საზღვრები უნდა გავაერთიანოთ და სოხუმსა და ცხინვალში უნდა ავაფრიალოთ ჩვენი ამაყი ხუთჯვრიანი დროშა, უნდა შევიკრიბოთ, გავაპროტესტოთ და გავუშვათ ივანიშვილის რეჟიმი ამ ქვეყნიდან,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბესო შენგელიამ დღეს 19:00 საათზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან საზოგადოებას შეახსენა, რომ დღეს მსვლელობა ორი ლოკაციიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ტერიტორიიდან დაიწყება.

„ზუსტად ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ რეჟიმის ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და ქართულ საზოგადოებას უთხრა, რომ უარს აცხადებდა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ზუსტად ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხი სცემეს, სახის ძვლები დაულეწეს. გვყავს უამრავი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი. ზუსტად ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ რეჟიმმა უარი უთხრა საქართველოს განვითარებაზე, რაც არის სრული იზოლაცია, მოაქციეს ქვეყანა სრულ იზოლაციაში. ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმმა და მისმა მინისტრებმა მოჰპარეს ფული ქართულ ჯარს, მოჰპარეს ფული ბავშვებს, მოჰპარეს ფული პენსიონერებს. ჩვენ ყველამ ერთად დღეს უნდა შევძლოთ კიდევ ერთხელ დავანახოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ვართ ერთიანნი, რომ არ შევეგუებით „რუსული ოცნების“ რეჟიმის თარეშს საქართველოში, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ამიტომ დღეს 19:00 საათზე ვიკრიბებით „ავლაბრის“ მეტროსთან, ის ადამიანები, ვინც მივიჩნევთ, რომ ამ ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური და სინდისის პატიმრები, რომ ეს ქვეყანა უნდა განვითარდეს, რომ ამ ქვეყანაში აუცილებელია დავიცვათ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ჩვენი კონსტიტუციური სიკეთეები და ყველა ერთად კვლავ უნდა შევიკრიბოთ. მოგეხსენებათ, რომ არის ორი ლოკაცია, „ავლაბრის“ მეტროსთან და თსუ-ის პირველ კორპუსთან. „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება „ავლაბრის“ მეტროსთან და მოვუწოდებთ საზოგადოებას შევიკრიბოთ და ერთად გავაგონოთ ჩვენი ხმა რეჟიმს, რომელიც ცდილობს, რომ დღითიდღე ქართველი ხალხი დაჩაგროს; რომელიც ცდილობს, რომ დღითიდღე ქართველი ხალხი კვლავ და კვლავ მიიყვანოს იზოლაციაში; რომელიც ცდილობს, რომ ქართულ ჯარს მოჰპაროს ფული, ბავშვებს მოჰპაროს ფული. ქვეყანაში როცა არის შიმშილი, ბავშვები იხოცებიან შიმშილისგან და ესენი საკუთარ ჯიბეებს ივსებენ, კიდევ ერთხელ და ხმამაღლა უნდა ვიყოთ ერთიანები. დღეს არის ერთიანობის დრო! არ არის პოლიტიკური განსხვავებების დრო! ის ადამიანები, ვინც ფიქრობთ, რომ ეს ქვეყანა არის გადასარჩენი, ვინც ფიქრობთ, რომ რუსეთში კი არ უნდა წავიდეთ, საზღვრები უნდა გავაერთიანოთ და სოხუმსა და ცხინვალში უნდა ავაფრიალოთ ჩვენი ამაყი ხუთჯვრიანი დროშა, უნდა შევიკრიბოთ, გავაპროტესტოთ და გავუშვათ ივანიშვილის რეჟიმი ამ ქვეყნიდან“, - განაცხადა შენგელიამ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: palitranews.ge
  1. მთავარი
  2. პალიტრა ნიუსი
  3. ბესო შენგელია - დღეს არის ერთიანობის დრო! არ არის პოლიტიკური განსხვავებების დრო! - უნდა შევიკრიბოთ, გავაპროტესტოთ და გავუშვათ ივანიშვილის რეჟიმი ამ ქვეყნიდან

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პალიტრა ნიუსი·13:10

Financial Times - ამერიკელმა სამხედროებმა დიდი ბრიტანეთის ავიაბაზაზე დრონები მოიგერიეს - შესაძლოა, ინციდენტთან ირანი იყოს დაკავშირებული

Financial Times - ამერიკელმა სამხედროებმა დიდი ბრიტანეთის ავიაბაზაზე დრონები მოიგერიეს - შესაძლოა, ინციდენტთან ირანი იყოს დაკავშირებული
პალიტრა ნიუსი·13:08

ევროპარლამენტის მოთხოვნები და სანქციების მუქარა - ხელისუფლების უარი და ოპოზიციის მხარდაჭერა

ევროპარლამენტის მოთხოვნები და სანქციების მუქარა - ხელისუფლების უარი და ოპოზიციის მხარდაჭერა
პალიტრა ნიუსი·13:02

მკვლელობა თერჯოლაში - შვილმა მამას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

მკვლელობა თერჯოლაში - შვილმა მამას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
პალიტრა ნიუსი·13:00

საპროტესტო მსვლელობა თბილისში - მონაწილეები 19:00 საათზე ავლაბრიდან და თსუ-დან თავისუფლების მოედნისკენ გაემართებიან

საპროტესტო მსვლელობა თბილისში - მონაწილეები 19:00 საათზე ავლაბრიდან და თსუ-დან თავისუფლების მოედნისკენ გაემართებიან
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.