„დაასახელონ, ვინ ისროდა მოლოტოვის კოქტეილებს“ - ირაკლი კობახიძე ბრიუსელის კრიტიკას პასუხობს
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა ის პირი გათავისუფლდება, რომელიც დანაშაულს აღიარებს და მოინანიებს. მთავრობის მეთაური ამ საკითხზე ევროპელი პარტნიორების განცხადებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბრიუსელმა უნდა დაასახელოს ის პირები, რომლებიც, მისი თქმით, მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ და ხელისუფლების დამხობას აანონსებდნენ. კობახიძის შეფასებით, ევროპული ბიუროკრატიის კრიტიკა ამ საკითხზე საფუძველს მოკლებულია, რადგან ხელისუფლება მზად არის, დანაშაულის აღიარებისა და მონანიების შემთხვევაში, დაკავებულები გაათავისუფლოს.
