ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პოლონეთის მოქალაქე საქართველოში დააკავეს - მას 7 მუხლით ეძებდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებული პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა. მას ბრალი პოლონეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შვიდი მუხლით აქვს წარდგენილი, მათ შორის, გამოძალვის, მუქარის, თაღლითობის, საჯარო თანამდებობის უკანონოდ დაკავებისა და სხვა პირის ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენებისთვის.სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.
