ორიგინალი
თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
პალიტრა ნიუსი·22:15

თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

28 ნოემბერი, 2026 · 22:15

თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია ლოზუნგით - „საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“, დაიწყო.

რამდენიმე წუთის წინ აქციაზე შესრულდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები. ადგილზე დამონტაჟებულია სცენაც და მოქალაქეები სიტყვით გამოსვლებს ელოდებიან.

აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე მსვლელობით რამდენიმე ლოკაციიდან მივიდნენ. მოქალაქეებმა მარში მოაწყვეს როგორც ავლაბრის მეტროს, ისე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიიდან და ორბელიანის მოედნიდან. მეტროსადგურ ავლაბრიდან და თსუ-ის პირველ კორპუსთან შეკრებილი მოქალაქეები ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე გაერთიანდნენ, რის შემდეგაც თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს.

მანამდე, აქციის მონაწილეებმა ადგილზე გაშალეს საქართველოსა და ევროკავშირის გიგანტური დროშები.

დღევანდელი აქცია ეძღვნება 2 წლის გასვლას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებიდან, 2028 წლის ბოლომდე დააპაუზოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყება მოჰყვა, რაც ამ დრომდე გრძელდება.

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს. ამას ქვეყანაში პროტესტი და ყოველდღიური საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების ფარგლებში დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს ათობით ადამიანი. პროტესტის მონაწილეები ორი წლის განმავლობაში ითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების გათავისუფლებას.

სრული სტატია წყაროზეწყარო: palitranews.ge
  1. მთავარი
  2. პალიტრა ნიუსი
  3. თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თემა: აქცია

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • პრაიმტაიმი·22:28
    თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქცია იმართება
  • ტვ პირველი·22:21
    ელენე დევიძის სიტყვა აქციაზე: "დანებება გაცილებით ძვირი დაგვიჯდება, ჩვენ გვინდა თავისუფალი საქართველო“
  • ამბები.ge·22:18
    რა ვითარებაა თავისუფლების მოედანზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს: (ფოტო/ვიდეო)
  • ინტერპრესნიუსი·21:58
    თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
აქცია

ტექსტის ზომა

გაზიარება

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.