ორიგინალი
დავით ჩიხელიძე: „პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის მხარის მიერ შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხები არაერთ კითხვას აჩენს – რადიკალური ოპოზიციისა და რუსეთის პოზიციების თანხვედრა და საერთო მიზნები მიანიშნებს, რომ ისინი, კოორდინირებული მოქმედებით, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობენ“
პოსტივი·11:41

26 ნოემბერი, 2026 · 11:41

„საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული რთული ურთიერთობების ფონზე, დიალოგის აუცილებლობა ეჭვგარეშეა.

ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული პრობლემები, უპირველესად კი, საქართველოს სუვერენიტეტი, დეოკუპაცია, სავაჭრო ურთიერთობები და ა.შ. სწორედ იმ საკითხებს წარმოადგენს, რომლებზეც საუბარი და გამოსავლის ძიება აუცილებელია.

დიალოგი არ ნიშნავს დათმობას, მით უფრო, მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. თუმცა, პრობლემების მოუგვარებლობა და ურთიერთობის სრული ჩაკეტვა არსებულ რეალობას ვერ შეცვლის“, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

,,პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის მხარის მიერ შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხები არაერთ კითხვას აჩენს. იქნება ეს ქართული ღვინის ხარისხთან დაკავშირებული გაუგებარი პრეტენზიები, უკრაინის ომის დაფინანსების შესახებ საუბარი თუ ერთი შეხედვით უწყინარი ჰუმანიტარული ინიციატივები, მათ შორის უნივერსიტეტების დამეგობრებისა და სტუდენტთა გაცვლის საკითხი, ფაქტია, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური კონტექსტიც აქვს – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსგავსი ინიციატივები საქართველოში რადიკალური ოპოზიციისთვის დამატებით საბაბს ქმნის, გააძლიეროს პროპაგანდა ხელისუფლების თითქოსდა პრორუსულობის შესახებ.

განსაკუთრებით თვალშისაცემია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პოზიცია. წლების განმავლობაში, ეს პოლიტიკური ძალა რუსეთის თემას ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად იყენებდა და დღესაც იმავე გზას აგრძელებს.

პარადოქსულია, რომ სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდს უკავშირდება 2008 წლის ომი, საქართველოს ტერიტორიების დამატებითი ოკუპაცია და არაერთი ისეთი გადაწყვეტილება, რომელთა შედეგებსაც ქვეყანა დღემდე იმკის. შესაბამისად, როდესაც ეს პოლიტიკური ძალები დღეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე ხმამაღლა საუბრობენ, საზოგადოებას სრული უფლება აქვს, გაიხსენოს მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და ის შედეგები, რომლებიც ქვეყანას დაუტოვა.

ამ ფონზე, რუსეთის ხელისუფლების ქმედებებიც ცალკე შეფასებას საჭიროებს. თუ მათი ინიციატივები, საბოლოოდ, იმ პოლიტიკური ძალების გაძლიერებას უწყობს ხელს, რომლებიც საქართველოს შიდა დაპირისპირების გაღრმავებით არიან დაინტერესებული, მაშინ ისმის კითხვა: რამდენად შეესაბამება ეს თავად რუსეთის მიერ დეკლარირებულ, ურთიერთობის მოწესრიგების ინტერესს?

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ თვითონ სააკაშვილის სტატუსი, რომელიც მან დაწერიდან მალევე წაშალა, სადაც სააკაშვილი “ვარდების რევოლუციაში” რუსეთის როლს აღნიშნავს და “ვარდების რევოლუციას” რუსეთს მიერ მხარდაჭერილ პროცესად აფასებს, რაც ნიშნავს, რომ სააკაშვილი სწორედ რუსული პროექტი იყო და რუსეთი დღემდე ცდილობს საკუთარი აგენტურის დახმარებას.

“ნაციონალური მოძრაობის” (რადიკალური ოპოზიციის) და რუსეთის პოზიციების თანხვედრა და საერთო მიზნები მიანიშნებს, რომ ისინი, კოორდინირებული მოქმედებით, ქართული ოცნების დისკრედიტაციას ცდილობენ“, – წერს დავით ჩიხელიძე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: postvmedia.ge
  1. მთავარი
  2. პოსტივი
  3. დავით ჩიხელიძე: „პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის მხარის მიერ შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხები არაერთ კითხვას აჩენს – რადიკალური ოპოზიციისა და რუსეთის პოზიციების თანხვედრა და საერთო მიზნები მიანიშნებს, რომ ისინი, კოორდინირებული მოქმედებით, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობენ“

თემა: მინისტრი

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 171 სტატია.

  • ფორმულა·05:53
    თურქეთის საგარეო მინისტრი ბათუმში მომხდარის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა
  • ტვ პირველი·01:06
    ბათუმში არსებული ვითარება და კომუნიკაცია ანკარასთან - რა განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა თურქული მედიის ცნობით
  • GHN·00:55
    ბათუმში არსებულ ვითარებაზე საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
  • იმედი·00:51
    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ გვაქვს არანაირი განზრახვა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ლიბიამდე ან სხვა რომელიმე ქვეყნამდე გავავრცელოთ
მინისტრიოცნებისშეხვედრაზე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პოსტივი·10:17

შალვა პაპუაშვილი: „როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ „თვითნებურად დაკავებული პირები“, მაგრამ ვერ ასახელებ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც ამას დაადასტურებდა, და ვერც იმას, კონკრეტულად ვინ არიან ეს პირები, ცილისმწამებელი ხარ. ასეა ეს მირიამ-ვებსტერის ლექსიკონითაც და სულხან-საბას „სიტყვის კონითაც“

პოსტივი·09:47

შსს: „საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, თუ ეროვნებისა. სამართალდამცველებზე თავდასხმა, ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა დაუშვებელია და თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება“

პოსტივი·00:11

თენგიზ შარმანაშვილი: „იმდროინდელ ედპ-ს გადატრიალება არ მოუხდენია – სამხედრო გადატრიალება „მრგვალი მაგიდის“ წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს. არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა? იციან, მაგრამ იტყუებიან. ისიც კარგად იციან, რომ სააკაშვილის პორტრეტს კაბინეტში ელჩები არ კიდებდნენ, ამას სამეურნეო საკითხებზე პასუხისმგებელი პირი აკეთებდა და უკლებლივ ყველა ელჩის კაბინეტში ეკიდა. მიზანი ამდენი სიცრუისა ის არის, რომ ხელი ჩავიქნიო და აღარ ვიაქტიურო. რას ფიქრობთ, მიაღწევენ ამას?“

პოსტივი·20:55

ეკა სეფაშვილი ნიდერლანდურ გამოცემა NieuwRechts-თან ინტერვიუში: ევროკავშირში გაწევრიანებას იარაღად იყენებენ – საქართველოს სურს ევროკავშირის წევრობა, თუმცა უარს ამბობს ბრიუსელის პოლიტიკურ ზეწოლას დაემორჩილოს

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.