ორიგინალი
გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში, რაც სააკაშვილმა აღიარა. შემდეგ ომის პროვოკაციას წამოეგო – ანუ რუსეთის საქმე გააკეთა და ომის შემდეგ ისევ რუსეთს ჩაეხუტა”
პოსტივი·11:47

26 ნოემბერი, 2026 · 11:47

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ და მოგვიანებით წაშლილ პოსტზე ისაუბრა.

„რაც წლები გადის, სააკაშვილს მით უფრო უჭირს შეგუება იმასთან, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვა. ასეთ დროს ნერვები უმტყუნებს ხოლმე და წამოსცდება სიმართლე.

სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ [სააკაშვილის თქმით] რევოლუცია უცხო სახელმწიფომ მოაწყო. სააკაშვილი არაფრის მომწყობი არ იყო თვითონ და სხვა ქვეყანა დაეხმარა ამაში – ეს უკვე აღიარებითი ჩვენებაა და კიდევ ერთი მტკიცებულებაა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ხელისუფლებაში უცხო სახელმწიფოს დახმარებით მოვიდა.

ახლა ჩვენი გასარჩევი ის არ არის, რუსებმა აღმოუჩინეს სააკაშვილს მეტი მხარდაჭერა თუ ამერიკელებმა. შეიძლება, ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, რადგან მგონია, რომ სავარაუდოდ, ორივემ.

სააკაშვილისთვის შეღავათი არ იქნება, თუ დავადგენთ, უფრო მეტი ამერიკელი დაეხმარა თუ რუსი.

ერთადერთი, რაც მას კიდევ ზედმეტ ტვირთად დააწვება, არის ის, რომ სააკაშვილი მუდმივად ამბობდა, – რუსები ჩვენი მტრები არიანო და ახლა სხვა რაღაცას ამბობს.

თავის დროზე, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთზე ამბობდა, – საქართველოში რუსული ინვესტიციები უნდა ჩაიდოს და რუსი ტურისტებიც უნდა ჩამოვიდნენო, რადგან რუსულ საქმეს აკეთებდა მაშინაც და ახლაც მათ საქმეს აკეთებს. რაც შეეხება მის აღიარებას, რომც არ აღიაროს, ამის მტკიცებულებაც არსებობს.

სანამ იგორ ივანოვი საქართველოში ჩამოვიდოდა, სააკაშვილი კარგ ხასიათზე ნამდვილად არ იყო, მაგრამ როცა ივანოვი ჩამოვიდა, ხელი ჩამოართვა და ერთმანეთს გადაეხვივნენ, სააკაშვილი, პრაქტიკულად, დე ფაქტო პრეზიდენტი გახდა და, შესაბამისად, ძალიან კარგ ხასიათზე დადგა. ამის ვიდეოებიც არსებობს. სააკაშვილი ამ ფაქტს რომ აღიარებს, ამაში უჩვეულო არაფერია.

მისი ეს პოსტი წაიშალა გასაგები მიზეზების გამო – ეტყობა, ჯერ კიდევ დარჩენილმა მომხრეებმა ურჩიეს პოსტის აღება – როგორც ჩანს, შემდეგ თვითონაც მიხვდა, რომ ნამეტანი აღიარება იყო ეს ყველაფერი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: იგორ ივანოვისა და სააკაშვილის შეხვედრის ვიდეოები არსებობს და ეჭვი არავის ეპარება, რომ ივანოვს დიდი როლი აქვს სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანაში.

ასე რომ, ამ შემთხვევაშიც მორიგი მტკიცებულება გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უცხო ქვეყნის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში – ამ შემთხვევაში, რუსეთის – რაც თვითონ აღიარა; სააკაშვილი რუსეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში. შემდეგ ომის პროვოკაციას წამოეგო – ანუ რუსეთის საქმე გააკეთა და ომის შემდეგ ისევ რუსეთს ჩაეხუტა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: postvmedia.ge
  1. მთავარი
  2. პოსტივი
  3. გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში, რაც სააკაშვილმა აღიარა. შემდეგ ომის პროვოკაციას წამოეგო – ანუ რუსეთის საქმე გააკეთა და ომის შემდეგ ისევ რუსეთს ჩაეხუტა”

თემა: მოძრაობა

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • ფორმულა·01:04
    ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
  • რუსთავი 2·23:51
    აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
  • აიპრესი·20:52
    მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
  • ინფო 9·20:43
    აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
მოძრაობახელისუფლებისსააკაშვილის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პოსტივი·10:17

შალვა პაპუაშვილი: „როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ „თვითნებურად დაკავებული პირები“, მაგრამ ვერ ასახელებ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც ამას დაადასტურებდა, და ვერც იმას, კონკრეტულად ვინ არიან ეს პირები, ცილისმწამებელი ხარ. ასეა ეს მირიამ-ვებსტერის ლექსიკონითაც და სულხან-საბას „სიტყვის კონითაც“

პოსტივი·09:47

შსს: „საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, თუ ეროვნებისა. სამართალდამცველებზე თავდასხმა, ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა დაუშვებელია და თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება“

პოსტივი·00:11

თენგიზ შარმანაშვილი: „იმდროინდელ ედპ-ს გადატრიალება არ მოუხდენია – სამხედრო გადატრიალება „მრგვალი მაგიდის“ წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს. არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა? იციან, მაგრამ იტყუებიან. ისიც კარგად იციან, რომ სააკაშვილის პორტრეტს კაბინეტში ელჩები არ კიდებდნენ, ამას სამეურნეო საკითხებზე პასუხისმგებელი პირი აკეთებდა და უკლებლივ ყველა ელჩის კაბინეტში ეკიდა. მიზანი ამდენი სიცრუისა ის არის, რომ ხელი ჩავიქნიო და აღარ ვიაქტიურო. რას ფიქრობთ, მიაღწევენ ამას?“

პოსტივი·20:55

ეკა სეფაშვილი ნიდერლანდურ გამოცემა NieuwRechts-თან ინტერვიუში: ევროკავშირში გაწევრიანებას იარაღად იყენებენ – საქართველოს სურს ევროკავშირის წევრობა, თუმცა უარს ამბობს ბრიუსელის პოლიტიკურ ზეწოლას დაემორჩილოს

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.