ორიგინალი
საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის წამყვანი საკონსულტაციო, კვლევითი და საინჟინრო ორგანიზაციის – „ელექტროენერგეტიკის დაგეგმვისა და საინჟინრო ინსტიტუტის“ (EPPEI) პრეზიდენტს ჭოუ ის შეხვდა
პოსტივი·19:07

26 ნოემბერი, 2026 · 19:07

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის წამყვანი საკონსულტაციო, კვლევითი და საინჟინრო ორგანიზაციის – „ელექტროენერგეტიკის დაგეგმვისა და საინჟინრო ინსტიტუტის“ (EPPEI) პრეზიდენტს ჭოუ ის შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ენერგეტიკული დაგეგმვისა და საინჟინრო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები, ასევე საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები განიხილეს.

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრიორიტეტი ენერგიის ადგილობრივი წყაროების ათვისება, განახლებადი ენერგიის განვითარება და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაა.

ორმხრივ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალზე, რომელიც ქვეყანას ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგიის პროექტების განვითარების კუთხით აქვს.

მსჯელობა შეეხო აგრეთვე საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში, რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის გაძლიერებასა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას.

EPPEI 70-წლიანი გამოცდილების მქონე მაღალი დონის საკონსულტაციო ინსტიტუტია, რომელიც მომსახურებას უწევს სამთავრობო უწყებებს, საფინანსო ინსტიტუტებს, ენერგეტიკულ და მასთან დაკავშირებულ საწარმოებს.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე მონაწილეობდნენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: postvmedia.ge
  1. მთავარი
  2. პოსტივი
  3. საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის წამყვანი საკონსულტაციო, კვლევითი და საინჟინრო ორგანიზაციის – „ელექტროენერგეტიკის დაგეგმვისა და საინჟინრო ინსტიტუტის“ (EPPEI) პრეზიდენტს ჭოუ ის შეხვდა

თემა: ჩინეთის

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 153 სტატია.

  • ფორმულა·19:09
    აშშ-მა ჩინეთს, ევროკავშირსა და კიდევ 12 სავაჭრო პარტნიორს ახალი ტარიფები დაუწესა
  • კომერსანტი·19:00
    ელის ჰუანგთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჩინეთში $270 მილიონის ღირებულების AI სერვერები შეიტანა
  • იმედი·19:00
    ტრამპი: ჩინეთში ვლადიმირ პუტინთან საუბრების დროს დიდი დრო დავუთმე იმას, რომ მსურს ვიხილო, როგორ შეწყვეტს პრეზიდენტი პუტინი ყოველგვარ სამხედრო აგრესიას ევროპის ტერიტორიების წინააღმდეგ, იმ იმედით, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება შედგება და ეს სწრაფად მოხდება - ნამდვილად მჯერა, რომ ამის დიდი შესაძლებლობა არსებობს
  • რუსთავი 2·18:44
    მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის წამყვანი საკონსულტაციო, კვლევითი და საინჟინრო ორგანიზაციის - "ელექტროენერგეტიკის დაგეგმვისა და საინჟინრო ინსტიტუტის" (EPPEI) პრეზიდენტს ჭოუ ის შეხვდა
ჩინეთისპრემიერი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პოსტივი·19:10

თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შესახებ: „ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, როდესაც ვამბობ სიტყვას „ევროპარლამენტი“ – საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან“

პოსტივი·19:05

საგარეო უწყება: გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის მხარეს კიდევ ერთხელ სთხოვა, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ იგულისხმება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“ მაშინ, როცა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით მიღებულია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი

პოსტივი·19:02

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს ჭანგ თაოს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს ჭანგ თაოს შეხვდა
პოსტივი·16:33

მიხეილ ყაველაშვილი: “დღეს განსაკუთრებული, ისტორიული დღეა – წელს პირველად აღვნიშნავთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ დღეს”

მიხეილ ყაველაშვილი: “დღეს განსაკუთრებული, ისტორიული დღეა – წელს პირველად აღვნიშნავთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ დღეს”
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.