ორიგინალი
ეკა სეფაშვილი “NieuwRechts-თან” ინტერვიუში: „ევროინტეგრაცია საქართველოს წინააღმდეგ იარაღად გამოიყენება“
პოსტივი·18:59

ეკა სეფაშვილი “NieuwRechts-თან” ინტერვიუში: „ევროინტეგრაცია საქართველოს წინააღმდეგ იარაღად გამოიყენება“

27 ნოემბერი, 2026 · 18:59

საქართველოს პარლამენტის წევრმა და პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა სეფაშვილმა ნიდერლანდურ გამოცემა “NieuwRechts-თან” ინტერვიუში ევროკომისია ორმაგ სტანდარტებში, ეროვნულ კანონმდებლობაში ჩარევასა და საქართველოს მთავრობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი შეფასებით, საქართველოს სურს ევროკავშირის წევრობა, თუმცა ბრიუსელის პოლიტიკურ ზეწოლას არ დაემორჩილება.

„ევროინტეგრაცია საქართველოს წინააღმდეგ იარაღად იქცა“, – განაცხადა სეფაშვილმა და აღნიშნა, რომ ევროპელებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დამახინჯებული წარმოდგენა აქვთ.

საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო, თუმცა მას შემდეგ მხარეებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდა. ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიულ უკუსვლასა და ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს, თბილისი კი ამ ბრალდებებს უარყოფს და ევროპელ პოლიტიკოსებს საშინაო საქმეებში ჩარევაში სდებს ბრალს. შედეგად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩიხში შევიდა.

სეფაშვილმა საპარლამენტო კარიერა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო, თუმცა 2022 წელს, რამდენიმე კოლეგასთან ერთად, პარტია დატოვა და „ხალხის ძალა“ დააფუძნა. მისი თქმით, გამიჯვნა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოხდა, როდესაც საქართველოზე, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე გარედან, ომში უფრო აქტიურად ჩართვის მიზნით ზეწოლა ხორციელდებოდა.

„გვსურდა, საზოგადოებისთვის უფრო მკაფიოდ აგვეხსნა, რა ხდებოდა სინამდვილეში – რა ზეწოლას ახდენდნენ ჩვენზე უცხოელი პარტნიორები და რას ნიშნავდა ეს საქართველოსთვის. თავდაპირველად, „ქართულ ოცნებაში“ ამ საკითხებზე ასე ღიად საუბრისგან თავს იკავებდნენ“, – განმარტა დეპუტატმა.

სეფაშვილი უარყოფს ბრალდებებს პრორუსულობის ან ევროინტეგრაციის წინააღმდეგობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკის საკითხებში „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ ერთიანი პოზიციით გამოდიან.

დეპუტატის თქმით, ბრიუსელის კრიტიკა არ ნიშნავს ევროპისგან დისტანცირებას, რადგან ევროინტეგრაცია ქართული იდენტობისა და ცივილიზაციური არჩევანის ნაწილია. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ქრისტიანულ ისტორიასა და დასავლურ ღირებულებებთან კავშირს, ასევე 2026 წელს პროგრამა EU Neighbours East-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 71% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს.

„პრობლემა ის არის, რომ, ჩვენი აზრით, ევროკომისიის ბიუროკრატები აღარ იცავენ იმავე ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირი თავდაპირველად დაფუძნდა“, – აღნიშნა სეფაშვილმა.

მისივე შეფასებით, გარდამტეხი მომენტი 2022 წელი იყო, როდესაც ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭა, საქართველოს კი დამატებითი პირობები წაუყენა, მიუხედავად იმისა, რომ, სეფაშვილის თქმით, ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით საქართველო წინ იყო. ბრიუსელის პოზიციით კი, გაწევრიანების პროცესის შეფერხება საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ კურსსა და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით არსებულ ხარვეზებს უკავშირდება.

2024 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ მთავრობა 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას, მასშტაბური პროტესტი და ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკა მოჰყვა. სეფაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება არასწორად იქნა ინტერპრეტირებული, რადგან ქვეყანა ასოცირების შეთანხმების შესრულებასა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციას აგრძელებს. მისი განმარტებით, მთავრობას სურდა, ბრიუსელისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენების შესაძლებლობა მოესპო. თავის მხრივ, ევროკომისიამ 2026 წლის ნოემბრის გაფართოების ანგარიშში კვლავ აღნიშნა, რომ საქართველო კანდიდატ ქვეყნად, ფაქტობრივად, მხოლოდ ფორმალურად რჩება.

მხარეებს შორის მთავარ უთანხმოებად რჩება 2024 წელს მიღებული ორი კანონი – უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ. სეფაშვილი ამ კანონების გაუქმების მოთხოვნას ქვეყნის სუვერენიტეტსა და საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევად მიიჩნევს. ევროკომისია, ვენეციის კომისია და ევროპის საბჭო კი მიიჩნევენ, რომ ეს კანონები აფერხებს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიის მუშაობას და შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობის ვალდებულებებთან.

სეფაშვილმა გააკრიტიკა ევროპელი პოლიტიკოსების დამოკიდებულება 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და შემდგომი საპროტესტო აქციების მიმართ. მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები კონკურენტულად შეაფასეს.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა 2026 წლის თებერვალში დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „POSTV-ის“ დასანქცირებას, რაც ლონდონმა უკრაინის ომის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით ახსნა, და 2026 წლის მარტში ევროკომისიის მიერ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.

„ორმაგი სტანდარტები და საქართველოს მიმართ უსამართლო მოპყრობა იწვევს იმას, რომ ხალხი ევროინტეგრაციის მიმართ ნდობას კარგავს. ამას დადებით მოვლენად არ მივიჩნევ“, – განაცხადა სეფაშვილმა და დასძინა, რომ გამოსავალი წინაპირობების გარეშე პირდაპირი დიალოგის დაწყებაა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: postvmedia.ge
  1. მთავარი
  2. პოსტივი
  3. ეკა სეფაშვილი “NieuwRechts-თან” ინტერვიუში: „ევროინტეგრაცია საქართველოს წინააღმდეგ იარაღად გამოიყენება“

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პოსტივი·16:30

უეფა: „ესკალაცია ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში ჩაერია თავად „ბეშიქთაშის“ ქომაგებს შორის გაჩაღებული დაპირისპირების განსამუხტად“

უეფა: „ესკალაცია ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში ჩაერია თავად „ბეშიქთაშის“ ქომაგებს შორის გაჩაღებული დაპირისპირების განსამუხტად“
პოსტივი·16:24

ᲪᲝᲢᲜᲔ ᲐᲜᲐᲜᲘᲫᲔ: “ᲤᲐᲥᲢᲘᲐ, ᲛᲐᲢᲩᲘ ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲨᲘ ᲒᲣᲚᲨᲔᲛᲐᲢᲙᲘᲕᲐᲠᲗᲐ ᲐᲒᲠᲔᲡᲘᲘᲡ ᲠᲘᲡᲙᲘᲡ ᲒᲐᲛᲝ ᲐᲠ ᲩᲐᲢᲐᲠᲓᲐ. ᲐᲡᲔᲕᲔ ᲤᲐᲥᲢᲘᲐ, ᲐᲒᲠᲔᲡᲘᲐ ᲓᲐ ᲬᲔᲡᲠᲘᲒᲘᲡ ᲓᲐᲠᲦᲕᲔᲕᲐ ᲘᲧᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲨᲘ ᲞᲝᲚᲘᲪᲘᲘᲡ ᲐᲓᲔᲙᲕᲐᲢᲣᲠᲘ ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲤᲣᲫᲕᲔᲚᲘ ᲓᲐ ᲛᲘᲜᲘᲛᲐᲚᲣᲠᲘ ᲫᲐᲚᲘᲗ ᲐᲦᲙᲕᲔᲗᲔᲡ ᲞᲠᲝᲕᲝᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ. ᲡᲮᲕᲐ ᲛᲘᲖᲔᲖᲘ, ᲣᲑᲠᲐᲚᲝᲓ, ᲐᲠ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ, ᲛᲘᲗ ᲣᲤᲠᲝ – ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲣᲚ-ᲛᲔᲖᲝᲑᲚᲣᲠ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲔᲑᲨᲘ”

ᲪᲝᲢᲜᲔ ᲐᲜᲐᲜᲘᲫᲔ: “ᲤᲐᲥᲢᲘᲐ, ᲛᲐᲢᲩᲘ ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲨᲘ ᲒᲣᲚᲨᲔᲛᲐᲢᲙᲘᲕᲐᲠᲗᲐ ᲐᲒᲠᲔᲡᲘᲘᲡ ᲠᲘᲡᲙᲘᲡ ᲒᲐᲛᲝ ᲐᲠ ᲩᲐᲢᲐᲠᲓᲐ. ᲐᲡᲔᲕᲔ ᲤᲐᲥᲢᲘᲐ, ᲐᲒᲠᲔᲡᲘᲐ ᲓᲐ ᲬᲔᲡᲠᲘᲒᲘᲡ ᲓᲐᲠᲦᲕᲔᲕᲐ ᲘᲧᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲨᲘ ᲞᲝᲚᲘᲪᲘᲘᲡ ᲐᲓᲔᲙᲕᲐᲢᲣᲠᲘ ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲤᲣᲫᲕᲔᲚᲘ ᲓᲐ ᲛᲘᲜᲘᲛᲐᲚᲣᲠᲘ ᲫᲐᲚᲘᲗ ᲐᲦᲙᲕᲔᲗᲔᲡ ᲞᲠᲝᲕᲝᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ. ᲡᲮᲕᲐ ᲛᲘᲖᲔᲖᲘ, ᲣᲑᲠᲐᲚᲝᲓ, ᲐᲠ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ, ᲛᲘᲗ ᲣᲤᲠᲝ – ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲣᲚ-ᲛᲔᲖᲝᲑᲚᲣᲠ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲔᲑᲨᲘ”
პოსტივი·14:57

ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციის შესახებ: “ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დაასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი, უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს”

ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციის შესახებ: “ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დაასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი, უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს”
პოსტივი·14:49

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არის შეხვდა, რომელთანაც დეტალურად განიხილა გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არის შეხვდა, რომელთანაც დეტალურად განიხილა გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.