ორიგინალი
თამარ ჩიბურდანიძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: “საქართველო იყო, არის და იქნება ურთულეს გეოგრაფიულ მდებარეობაში უნიკალური პოლიტიკის მატარებელი ქვეყანა – ერთადერთი ოქროს წერტილი, სადაც ტოლერანტობა უმაღლეს სახელმწიფო დონეზეა აყვანილი – ეს ყველამ უნდა გაიაზროს”
პოსტივი·19:24

28 ნოემბერი, 2026 · 19:24

„ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს. მეორე და ყველაზე მთავარი – ეს იყო პროვოკაცია და უპატივცემულობა ჩვენი ქვეყნის მიმართ!“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისი თქმით, საქართველოში მცხოვრებ სხვა ეთნოსებს არასოდეს განუცდიათ არც ჩაგვრა ქართველი ხალხისგან და არც ურთიერთდაპირისპირება სხვა ეთნოსებთან.

“ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს.

მეორე და ყველაზე მთავარი – ეს იყო პროვოკაცია და უპატივცემულობა ჩვენი ქვეყნის მიმართ! იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინახავს ტოლერანტობას, შემწყნარებლობასა და საქართველოში მცხოვრებ ეთნოჯგუფებს შორის საოცარ დიპლომატიას.

აქ მცხოვრებ სხვა ეთნოსებს არასოდეს განუცდიათ არც ჩაგვრა ქართველი ხალხისგან და არც ურთიერთდაპირისპირება სხვა ეთნოსებთან – ამას ისევ ქართული მხარე აგვარებდა. საქართველო ამ მხრივ მსოფლიო ისტორიაში სამაგალითო ქვეყანაა!

26 საუკუნეა, ებრაელი ხალხი სისხლხორცეულად არის შეზრდილი ქართველ ხალხთან. მათთვის ქართული ენა „დედაენაა“. ასევე, საუკუნეების განმავლობაში ჩვენთან ცხოვრობენ როგორც სხვა ეთნოსის წარმომადგენლები, ისე ქართველი მუსლიმებიც და მათაც სრული კომფორტი აქვთ შექმნილი ქართველი ქრისტიანი ხალხისგან. ჩვენ არასოდეს არავის ღირებულებებს ცუდად არ შევხებივართ, პირიქით -საკუთარივით ვიცავდით სხვისას! მსოფლიოში პოლიტიკური კატაკლიზმების მიუხედავად, საქართველოში ამ პრინციპს ვერავინ არღვევდა და სწორედ ამით ფასობს ჩვენი ქვეყანა დღემდე.

საქართველო ერთადერთი ეპიცენტრია კავკასიაში, სადაც პოლიტიკური ტოლერანტობა ეთნოსებს შორის უმაღლეს დონემდეა აყვანილი. ეს ჩვენი უდიდესი ღირებულებაა და ნებისმიერი ერისა თუ რელიგიური ჯგუფისგან პატივისცემას იმსახურებს და არა იმას, რაც ბათუმის სტადიონზე მოხდა!

მე არ შევალ დეტალებში, ვინ, საიდან და როგორ დაიწყო ეს პროვოკაცია. ფაქტია, ეს გაბედეს და მოხდა ცუდი რამ – მსოფლიომ გაიგო, რომ საქართველოში თურქ და ებრაელ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა და მიზეზი ყველასათვის ნათელია – ისრაელ-ირანის ომი.

და რა შუაშია საქართველო?! ნუთუ ძნელი იყო იმის გააზრება, რომ იმ ქვეყანაში იმყოფებოდნენ, სადაც არასოდეს მომხდარა მსგავსი ფაქტი?!

ძალიან მიყვარს ებრაელი ხალხი საქართველოსადმი გამოხატული დიდი სიყვარულის გამო! ასევე, მიყვარს ჩვენი მუსლიმი ქართველობა და აზერბაიჯანელი მეგობრები.

საქართველო და ისრაელი მეგობარი სახელმწიფოებია; ასევე, მეგობრები და უახლოესი მეზობლები ვართ ჩვენ, აზერბაიჯანი და თურქეთი!

საქართველო იყო, არის და იქნება ურთულეს გეოგრაფიულ მდებარეობაში უნიკალური პოლიტიკის მატარებელი ქვეყანა – ერთადერთი ოქროს წერტილი, სადაც ტოლერანტობა უმაღლეს სახელმწიფო დონეზეა აყვანილი! ეს ყველა სტუმარმა თუ ადგილობრივმა მცხოვრებმა უნდა გაიაზროს,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: postvmedia.ge
  1. მთავარი
  2. პოსტივი
  3. თამარ ჩიბურდანიძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: “საქართველო იყო, არის და იქნება ურთულეს გეოგრაფიულ მდებარეობაში უნიკალური პოლიტიკის მატარებელი ქვეყანა – ერთადერთი ოქროს წერტილი, სადაც ტოლერანტობა უმაღლეს სახელმწიფო დონეზეა აყვანილი – ეს ყველამ უნდა გაიაზროს”

თემა: ბათუმში

ამ თემას 29 ქართული წყარო აშუქებს — სულ 281 სტატია.

  • ამბები.ge·18:49
    "როცა გულშემატკივრები ნეიტრალურ არენას აგრესიისთვის სცენად აქცევენ, სიჩუმე ნამდვილი უპასუხისმგებლობა იქნებოდა" - რას წერს ისრაელის ელჩი ბათუმში მომხდარზე
  • აჭარის ტელევიზია·18:27
    ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ანიმაციური ზღაპრის -„წითელჰუდას“ მესამე ჩვენება გაიმართა
  • იმედი·18:21
    თამარ ჩიბურდანიძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: საქართველო იყო, არის და იქნება ურთულეს გეოგრაფიულ მდებარეობაში უნიკალური პოლიტიკის მატარებელი ქვეყანა - ერთადერთი ოქროს წერტილი, სადაც ტოლერანტობა უმაღლეს სახელმწიფო დონეზეა აყვანილი - ეს ყველამ უნდა გაიაზროს
  • ტვ პირველი·16:33
    “ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ ქომაგები ერთმანეთს ბათუმის აეროპორტშიც დაუპირისპირდნენ
ბათუმშიმომხდარინციდენტზე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პოსტივი·19:26

ზაალ ანჯაფარიძე: “ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი – ცოტნე ივანიშვილი არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელიც ჰონგ კონგის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა და პირველი ვინც პირადი ჩართულობით დიდად შეუწყო ხელი ჩვენი განათლების სამინისტროს მიერ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყებას”

პოსტივი·15:13

შაკო კუჭაშვილი: “ივანიშვილების ოჯახის მრავალწლიანი ქველმოქმედების ტრადიციას დღეს ცოტნე ივანიშვილი განათლების სფეროშიც აგრძელებს. ქართველ ახალგაზრდას, რომელსაც ცოდნაც აქვს და სწავლის სურვილიც, შეუძლია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ადგილი საკუთარი შრომით, სრული დაფინანსებით მოიპოვოს”

პოსტივი·14:47

ᲜᲘᲙᲝᲚᲝᲖ ᲡᲐᲛᲮᲐᲠᲐᲫᲔᲛ ᲙᲝᲞᲔᲜᲰᲐᲒᲔᲜᲘᲡ ᲛᲔᲠᲘᲐᲨᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲛᲝᲮᲡᲔᲜᲔᲑᲐ ᲬᲐᲘᲙᲘᲗᲮᲐ

ᲜᲘᲙᲝᲚᲝᲖ ᲡᲐᲛᲮᲐᲠᲐᲫᲔᲛ ᲙᲝᲞᲔᲜᲰᲐᲒᲔᲜᲘᲡ ᲛᲔᲠᲘᲐᲨᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲛᲝᲮᲡᲔᲜᲔᲑᲐ ᲬᲐᲘᲙᲘᲗᲮᲐ
პოსტივი·14:32

დავით ჩიხელიძე: “ცოტნე ივანიშვილი პირველი ქართველი სტუდენტი იყო, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მისმა აკადემიურმა მიღწევებმა, პიროვნულმა თვისებებმა და უნივერსიტეტთან ჩამოყალიბებულმა საქმიანმა ურთიერთობებმა მნიშვნელოვანი თანამშრომლობის საფუძველი შექმნა”

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.