ორიგინალი
2027 წლიდან მოქალაქეებს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდებათ - ნახეთ, დეტალები
პრაიმტაიმი·01:39

2027 წლიდან მოქალაქეებს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდებათ - ნახეთ, დეტალები

24 ნოემბერი, 2026 · 01:39

2027 წელი საქართველოში გარკვეული სიახლეებით დაიწყება.

ცვლილებები შეეხება როგორც პენსიონერებს, ისე იმ მოქალაქეებს, რომლებიც საბანკო სესხის აღებას გეგმავენ. რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკვე ცნობილია, ნაწილი კი 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია გათვალისწინებული.

პენსიები გაიზრდება

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებული პროექტის მიხედვით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 45 ლარით უნდა გაიზარდოს და 415 ლარი გახდეს.

70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის კი პენსიის ოდენობა 60 ლარით გაიზრდება და 555 ლარს მიაღწევს.

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი 20%-იანი დანამატიც.

იცვლება სესხის აღების პირობები

2027 წლიდან ეროვნული ბანკი სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) მოთხოვნებს ეტაპობრივად შეცვლის.

ცვლილება შეეხება მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური წმინდა შემოსავალი 1500-დან 2500 ლარამდეა.

ცვლილება პრაქტიკულად ნიშნავს, რომ მოქალაქეს, რომლის ყოველთვიური წმინდა შემოსავალი 2000 ლარია, სესხის ყოველთვიური მომსახურებისთვის მაქსიმუმ 500 ლარის გამოყენება შეეძლება. 2027 წლის 1 სექტემბრიდან კი ახალი ზღვარი 2500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზეც გავრცელდება.

აღსანიშნავია, რომ საუბარია სესხის ყოველთვიური მომსახურების მაქსიმალურ დასაშვებ კოეფიციენტზე და არა თავად სესხის თანხაზე. ამასთან, ბანკი სესხის გაცემისას მსესხებლის სხვა ფინანსურ ვალდებულებებსაც გაითვალისწინებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. 2027 წლიდან მოქალაქეებს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდებათ - ნახეთ, დეტალები

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·10:50

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში „ბათუმის პორტის“ მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“ აღმოაჩინეს

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში „ბათუმის პორტის“ მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“ აღმოაჩინეს
პრაიმტაიმი·23:56

მერსი სულხანიშვილი "სარკასტიკის " წამყვანების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, პირველ კომენტარს აკეთებს

მერსი სულხანიშვილი "სარკასტიკის " წამყვანების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, პირველ კომენტარს აკეთებს
პრაიმტაიმი·23:57

ჯორჯინას პირველი კომენტარი ილია თოფურიას ახალ ურთიერთობაზე

ჯორჯინას პირველი კომენტარი ილია თოფურიას ახალ ურთიერთობაზე
პრაიმტაიმი·23:41

ილია თოფურია და „სუხიშვილების“ მოცეკვავე ლინა სიჭინავა ერთად გამოჩნდნენ – რა კადრები ვრცელდება

ილია თოფურია და „სუხიშვილების“ მოცეკვავე ლინა სიჭინავა ერთად გამოჩნდნენ – რა კადრები ვრცელდება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.